ფეიხოასა და თაფლის ნაერთი იოდის შეუცვლელი საბადო
ფეიხოასა და თაფლის ნაერთი იოდის შეუცვლელი საბადო
უამრავი სტატია თუ რეცეპტი დაიწერა ფეიხოას სასარგებლო თვისებებზე, ჩვენ კი შემოგთავაზებთ ფეიხოას განსაკუთრებულ ჯემს.

ფეიხოასა და თაფლის ნაერთი უმეტესწილად გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალოდ. ის სასარგებლოა ნერვული სისტემის დასამშვიდებლად. შეიცავს С, В, Р ვიტამინებს.

ხშირად დარღვევები ორგანიზმში განპირობებულია იოდის ნაკლებობით, მოზარდებში მისი ნაკლებობა ხელს უშლის სიმაღლეში ზრდას, ასევე ინტელექტუალურ განვითარებას.

სამკურნალო მასის მისაღებად საჭიროა ინგრედიენტების ზუსტი თანაფარდობა 1:1, მაგრამ ფეიხოას მიღება აუცილებელია ცოცხალი სახით, რადგან წამოდუღებისას ის კარგავს სასარგებლო თვისებებს.

ჯემის მოსამზადებლად აიღეთ 1 კგ ფეიხოა , გარეცხეთ
და მოაცილეთ თავი და ბოლო. არ არის საჭირო მისი გათლა, რადგან ფეიხოას კანშიც უამრავი ვიტამინია და მისი მიღება სასარგებლოა. გარეცხილი ფეიხოა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ მასაში კარგად აურიეთ თაფლი, თუ თაფლი არ გაქვთ შეგიძლიათ შაქარი გამოიყენოთ, ჯემმა უფრო სასიამოვნო გემო რომ მიიღოს.

შემდეგ გადაიტანეთ შუშის ქილაში და შეინახეთ მაცივარში 1 დღე, მიიღე 1 ჩ/კ დღეში სამჯერ. შეგიძლიათ წყალშიც გახსნათ.
მინდა გითხრათ, რომ ფეიხოას ჯემს ოჯახში მაშინ ვიყენებდით, როცა დედას ფარისებრი ჯირკვალი აღმოაჩნდა, ქირურგიული ჩარევა კი არ შეიძლებოდა, ამიტომ სახლში დამზადებულმა ფეიხოას ჯემმა საოცრება მოახდინა.

კომენტარები (16)
ანასტასია
მაცივარში შენახვა ცხელ დღეებში აუცილებელია, რადგან ცოცხლად, უცეცხლოდ მზადდება და რომ არ ამჟავდეს, ხოლო გვიან შემოდგომით და ზამთარში, შეიძლება გარეთ, სიცივეშიც შევინახოთ უმაცივროდ. მაცივარში,ჩვეულებრივ -4C-ზე ინახება დიდხანს,თუნდაც მთელი ზამთარი და მეტ ხანსაც.რაც შეეხება შაქარს, უმატებენ 1კგ-ზე 1-2კგ.შაქარს,ვისაც როგორ მოწონს.
ნინო
მე მაცივარში საერთოდ არ ვინახავ. შაქარში უნდა გააჩეროთ რამოდენიმე დღე ( ემალის ჭურჭელში ) და ხშირად მოურიოთ ხის კოვზით. შემდეგ ვასხამ მინის ქილებში, ვაფარებ ქილას სპირტში ან არაყში ამოვლებულ პერგამენტის ქაღალდს და ვხუფავ.
ნაზიბროლა
ჭამამდე ტუ ჭამის სემდეგ///////// დიდი მადლობა
ალექსანდრა
gtxovt mipasuxot, macivarshj ramdeni xani inaxeba.
....
შაქარი,ორი კილო სდომებია.მკითხველს მადლობა,მაგრამ თაფლი რამდენი რამდენზე?
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
2018 წლის ტრენდული ვარცხნილობები 50 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის
13:23 / 25-05-2018
სანამ მაკრატელს ააკრიჭინებთ, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ვარცხნილობა მთლიანად ცვლის გარეგნობას.
7 საფეხური, როგორ გავიდიდოთ ტუჩები
14:54 / 24-05-2018
1. ოდნავ დაინამეთ ტუჩები ჩვეულებრივი მბზინავი საცხით ("ბლესკით");
სტილისტი კელსი პებლერი გვასწავლის, როგორ შევიღებოთ თმა სხვადასხვაფრად (ფოტო + ვიდეო)
12:26 / 24-05-2018
გაზაფხული ხალისისა და სილაღის სეზონია. ყველა ცდილობს, მას იმიჯი მოარგოს და დღე გაილამაზოს.
3 რეცეპტი, მუდამ 20 წლის რომ ეგონოთ გარშემომყოფებს
11:11 / 24-05-2018
თუ გსურთ, 20 წლის გოგოსავით გამოიყურებოდეთ, ფიტოესტრაგენებით მდიდარი პროდუქტები უნდა მიიღოთ. გთავაზობთ სამ რეცეპტს, რომელიც ახალგაზრდობას დაგიბრუნებთ.
ადრიანა ლიმას რჩევები, როგორ გავიკეთოთ საღამოს მაკიაჟი 2 წუთში + ვიდეოინსტრუქცია
15:10 / 23-05-2018
ალბათ, ფიქრობთ, რომ ეს ულამაზესი ქალბატონი მაკიაჟის გაკეთებას დიდ დროს ანდომებს, თუმცა ამ შემთხვევაში ფაქტი საპირისპიროს გვიმტკიცებს.
ავტორუჯის მოშორების 5 ყველაზე ეფექტური ხრიკი
12:55 / 23-05-2018
წარუმატებლად წაისვი? მოგბეზრდა? ზოგ ადგილებში გადავიდა? - არ აქვს მნიშვნელობა მიზეზს, მის მოშორებას მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდება!
როგორ გავიქროთ მარტივი ნიღბის მეშვეობით თვალის ირგვლივ ე.წ. ბატის ფეხები (რეცეპტი-ინფოგრაფიკა)
13:24 / 22-05-2018
რეკომენდებულია, ნიღაბი გაიმეოროთ 2-3 დღეში ერთხელ 1-2 თვის განმავლობაში.
შეიზელ ნაწიბურებზე, იარებსა და ნაოჭებზე და ისინი წუთში ქრება...
10:33 / 22-05-2018
ამ ნიღაბს "ღმერთების ნექტარი" ეწოდება, რაც გასაკვირი არ არის: მის შემადგენლობაში ნამდვილად ძლიერი და სასწაულმოქმედი კომპონენტებია. ამასთან, ამ კომპონენტების მოძიება და ნიღბის დამზადება სირთულეს არ წარმოადგენს, შედეგი კი ნამდვილად გასაოცარი აქვს.
10 ხრიკი შიდა თეთრეულისთვის - ეს თქვენს ცხოვრებას შეცვლის
16:04 / 21-05-2018
სწორად შერჩეული ბიუსტჰალტერი საქმის მხოლოდ ნახევარია. ჩამოვარდნილი თასმები, გაღიზიანებული კანი და სხვა პრობლემები, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნება მოაქვს.გაგაცნობთ 10 მარტივს ხრიკს, რომლებიც საგრძნობლად გაგიადვილებთ საყვარელ საცვლებთან „ურთიერთობას“.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი