პომადას ტუჩებისთვის იყენებენ, ჩრდილებს - თვალებისთვის, ტუშს - წამწამებისთვის. ...
და თუ ხელის კრემი, ის მხოლოდ ხელებისთვისაა, თმის ბალზამს ტუჩებზე ვერ წაისვამ. მაგრამ ნურას უკაცრავად! აღმოჩნდა, რომ არსებობს კოსმეტიკური საშუალებები, რომელთა უნივერსალურად გამოყენება არის შესაძლებელი.
გთავაზობთ ჩვეულებრივი კოსმეტიკის გამოყენების ხერხებს. თქვენ ირწმუნებთ, რომ უბრალო დეზოდორანტი სახის კანის პრიალის წინააღმდეგ - მშვენიერი საშუალებაა.
თმების შეღებვა თვალის ჩრდილის დახმარებით
თუ თმის ძირები წამოგეზარდათ, პარიკმახერთან მისასვლელი დრო კი არ გაქვთ, აიღეთ თვალის ჩრდილი. სწორად შეარჩიეთ ფერი და წაისვით თმაზე პატარა ხარვეზების დასაფარად. გაითვალისწინეთ, რომ ახლად ამოსული თმა შეღებილზე ღია ფერის უნდა იყოს, ამიტომაც ქეარათმიანებს არ მოუხდებათ.
ტუჩის ბალზამი თმის გაყოფილი ბოლოების წინააღმდეგ
წაისვით ცოტაოდენი ბალზამი თმის დაზიანებულ ბოლოებზე და უმალვე შეატყობთ ცოცხალ ბრწყინვალებას.
სახის კრემი თმის ბოლოებისთვის
თუ სახის კრემი არ მოგიხდათ, რადგანაც ძალზე ცხიმიანი გამოდგა, არ იჩქაროთ გადაგდება - შეგიძლიათ თმის ბოლოების მოვლის საშუალებად გამოიყენოთ. მისგან ასევე ნიღაბის მომზადება შეიძლება: თავის დაბანამდე 20 წუთით ადრე წაისვით თმაზე. ეს კოსმეტიკური საშუალება იდეალურია თმის გამოშრობის საწინააღმდეგოდ.{{ArticleSplitCont}}
საპარსი გელი თმის ბალზამისგან
კონდიციონერი ან ბალზამი კარგია, როგორც თმის დასარბილებელი საშუალება, ასევე, კანისთვის პარსვის დროს.
პომადა თვალის ჩრდილის ნაცვლად
ეს ვიზაჟისტების მიერ კარგად აპრობირებული მეთოდი გახლავთ. თუმცა გაითვალისწინეთ ერთი პატარა ეშმაკობა: დასაწყისისთვის, ხელზე სქლად წაისვით არჩეული ჩრდილის ფერი და დაამატეთ უცხიმო კრემის ერთი წვეთი. მიღებული მასა ატენიანებს თვალების ირგვლივ ნაზ კანს.
პომადა დაგეხმარებათ თვალების ქვეშ სიშავის დაფარვაში
უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა. დაგჭირდებათ მარჯნისფერი ან მკვეთრი წითელი პომადა და კონსილერი. გოგონა გაჩვენებთ, თუ როგორ გააკეთოთ პატარა ტრიუკი.
მყარი დეზოდორანტი სახის პრიალის წინააღმდეგ
დაივიწყეთ სახის ცხიმიანობა მთელი დღის განმავლობაში - ამაში მყარი დეზოდორანტის სახეზე წასმა დაგეხმარებათ. გაითვალისწინეთ, რომ სუფთა კანზე მისი წასმა არ შეიძლება - მხოლოდ მაკიაჟის შემდეგ.