თუკი გეყოფათ თმის ბოლოები და გცვივათ თმა, არ იჩქაროთ ძვირად ღირებული საშუალებების შეძენა, სცადეთ ბებიების მიერ ნაცადი ეს მარტივი და იაფი რეცეპტი.
დაგჭირდებათ მხოლოდ ჭვავის პური და წყალი!
აიღეთ ერთი მთლიანი ჭვავის პური, დაჭერით 3-4 ნაჭრად და გააჩერეთ რამდენიმე დღე, რომ კარგად გამოშრეს. პური გამხმარი უნდა იყოს.
შემდეგ აიღეთ 3-ლიტრიანი ქილა ან ნებისმიერი სხვა ჭურჭელი (არა ლითონის), დაასხით პურს ცხელი, ადუღებული წყალი და გააჩერეთ 3 დღე.
გამოყენებამდე მიღებული მასა შეათბეთ წყლის აბაზანაზე, გაწურეთ საცრის ან მარლის მეშვეობით. წყალი, რომელიც დამბალი პურის გაწურვის შემდეგ დაგრჩებათ, არ გადაღვაროთ!
პურის თბილი მასა გაინაწილეთ სველ თმაზე და შეიფუთეთ პოლიეთილენის პარკით ან დაიხურეთ შხაპის ქუდი. ზემოდან კი შემოიხვიეთ პირსახოცი.
ნახევარ საათში ჩამოიბანეთ ნიღაბი დიდი რაოდენობით წყლით, ბოლოს კი გადაივლეთ დამბალი პურის განაწური წყალი.
შედეგი ნამდვილად ღირს ამ ყველაფრად - თმის ცვენა შეგიჩერდებათ, მოცულობა მოგემატებათ, თმა მბზინავი გახდება.