მაკიაჟი- აბაზანის მიღებამდე მაკიაჟი სპეციალური გამწმენდი რძით მოიცილეთ.
სახის გაწმენდა
რაც შეეხება სახის კანის გაწმენდას, ეს მხოლოდ აბაზანის მიღების შემდეგ უნდა გააკეთოთ, რადგან ამ დროს იხსნება კანის ფორები და ამიტომაც მისი გაწმენდა უფრო შედეგიანია
მკვებავი ნიღაბი
10-15 წუთი სრულიად საკმარისია მკვებავი ნიღბისთვის. სასურველია, თუ მკვებავი ნიღაბი შეიცავს დამამშვიდებელ საშუალებასაც, რადგან ეს ბევრად უფრო კარგ შედეგს იძლევა. ზემოთ აღნიშნული დრო სავსებით საკმარისია იმისთვის, რათა თქვენმა კანმა შეიწოვოს და მიიღოს მისთვის საჭირო მკვებავი ნივთიერებები.
დამამშვიდებელი აბაზანა
სავსე აბაზანაში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი ზღვის მარილი. კვირაში ერთხელ ამ პროცედურის ჩატარება საკმარისია იმისთვის, რომ თავი ბევრად უფრო მშვიდად იგრძნოთ. წყალი ასუფთავებს, ახალგაზრდავებს და აჯანსაღებს კანს.
ეს სამი მიზეზი უკვე საკმარისია იმისათვის, რათა გააცნობიეროთ, თუ რატომ გიყვართ და გსიამოვნებთ ასე ძალიან აბაზანის მიღება. ნებისმიერი სახის აბაზანა იძლევა იმის საშუალებას, რომ განიტვირთოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, აბაზანის მიღებასაც თავისი წესები აქვს. გირჩევთ გაიზიაროთ და გაითვალისწინოთ კლეოპატრას სილამაზის საიდუმლო:
1. არ არის რეკომენდებული ჭამისთანავე ბანაობა.
2. სასურველია, თუ თბილი აბაზანის მიღების შემდეგ შედარებით გრილ წყალს გადაივლებთ.
3. აბაზანაში 10-15 წუთზე მეტ ხანს ნუ გაჩერდებით.
4. ნუ იფიქრებთ იმასაც, რომ ცივი აბაზანების მიღება ორგანიზმს აკაჟებს, შეიძლება ამგვარი აბაზანის მიღებამ თირკმლების ტკივილებიც გამოიწვიოს.
5. ზედმეტად ცხელი აბაზანა უარყოფითად მოქმედებს გულზე.
6. ჩვეულებრივი, ჰიგიენური აბაზანის მიღებისას წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36 გრადუსს, რადგან უფრო მაღალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხოლო 36 გრადუსის შემთხვევაში კი პირიქით, ნერვული სისტემა მშვიდდება.