დიაბეტიანის კვება, ცხოვრების წესი და ფიზიკური დატვირთვა
დიაბეტიანის კვება, ცხოვრების წესი და ფიზიკური დატვირთვა
შაქრიანი დიაბეტის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკის ფაქტორს წარმოადგენს ნახშირწყლებითა და ცხიმებით მდიდარი საკვების, ასევე ალკოჰოლური სასმელების ჭარბი მოხმარება და აქედან გამომდინარე - ჭარბი წონა.

უნდა ითქვას, რომ ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკი ჭარბ წონასთან ერთად პროგრესულად იზრდება, ორივე სქესის წარმომადგენლებში.

აღსანიშნავია, რომ ყველა მსუქანი და ჭარბწონიანი არ ავადდება დიაბეტით და ტიპი 2 დიაბეტის მქონე ყველა ადამიანი მსუქანი არ არის. ჭარბი წონისა და სიმსუქნის ფონზე დიაბეტის განვითარების ალბათობა დამოკიდებულია რამდენიმე რისკის ფაქტორზე:

აბდომინალური ცხიმის (მუცლის ცხიმი) რაოდენობა - მუცლის ცხიმის სიჭარბე
იწვევს ინსულინის ნორმალური მოქმედების დარღვევას კუნთებში, ცხიმოვან ქსოვილსა და ღვიძლშიც. მუცლის არეში დიდი რაოდენობით ცხიმის დაგროვებისას ხშირად ვითარდება ინსულინრეზისტენტობა (პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობის დაქვეითება ინსულინის მიმართ) და ინსულინის დონის კომპენსატორული ზრდა სისხლში.

შაქრიანი დიაბეტისადმი გენეტიკური მიდრეკილება (წინაპრებში ამ დაავადების შემთხვევები);
კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ ინსულინის გამომუშავებასთან დაკავშირებული დეფექტები და სხვ.

კვების მნიშვნელობა შაქრიანი დიაბეტის დროს

კვების ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის სქემაში. ბევრს ჰგონია, რომ დიეტას იცავს, თუმცა გამოკითხვის შემდეგ აღმოჩნდება, რომ არც ისე გათვითცნობიერებულია.

დიაბეტის ჩამოყალიბების შემთხვევაში ადამიანს ეზღუდება ნახშირწყლებითა და ცხიმებით მდიდარი საკვები (თუმცა რიგ შემთხვევაში შეზღუდვა ცილებსაც ეხება), მაგრამ ყველა ნახშირწყლის მოხმარება როდი იკრძალება. ნახშირწყლები სხვადასხვა სახისაა:

მარტივი ნახშირწყლები (გლუკოზა, გალაქტოზა, ფრუქტოზა);

შედარებით რთული ნახშირწყლები (საქაროზა, ლაქტოზა, მალტოზა);

რთული ნახშირწყლები (სახამებელი, გლიკოგენი და ცელულოზა).

მარტივი ნახშირწყლები სწრაფად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. მას "სწრაფ შაქრებს" უწოდებენ. ესენია - ჩვეულებრივი შაქარი (საქაროზა), ხილის შაქარი (ფრუქტოზა); რძის შაქარი (ლაქტოზა); ყურძნის შაქარი (გლუკოზა);

ალაოს შაქარი (მალტოზა); მათ შეიცავს - შაქარი, თაფლი, მურაბა, საკონდიტრო ნაწარმი, წვენები, ტკბილი სასმელები და სხვ. სწორედ "სწრაფი" ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები ეკრძალებათ დიაბეტიანებს.

რთული ნახშირწყლებიც შეიწოვება ორგანიზმის მიერ, მაგრამ შედარებით ნელა და მათ "ნელ" ნახშირწყლებს უწოდებენ. მათ შეიცავს: მარცვლეულიდან დამზადებული ყველა პროდუქტი (პური, მაკარონის ნაწარმი, სიმინდი), ასევე კარტოფილი, ლობიო, ბარდა. ამ პროდუქტების მიღება შეიძლება შეზღუდული რაოდენობით.

არსებობს ნახშირწყლები, რომლებიც არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ. ასეთია უჯრედისი, მცენარეული ბოჭკოები და სხვა. უჯრედისი არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ, მაგრამ ნაწლავებიდან წიდები გამოაქვს და დანაყრების შეგრძნებას ქმნის.

ასეთ სასარგებლო ნახშირწყლებს შეიცავს: ბოსტნეული, მწვანილი, ხილი, კენკრა, პარკოსნები (ლობიო, ბარდა, ოსპი), უხეშად დაფქული ხორბალი, ბურღულეული, მყარი ჯიშის ხორბლისაგან დამზადებული მაკარონის ნაწარმი.

აგრეთვე, აუცილებელია ცხიმების რაოდენობის შემცირებაც.

არცთუ იშვიათად, ტიპი 1 დიაბეტის მქონე პირი (ადრე მათ ინსულინდამოკიდებულებს ეძახდნენ) მიიჩნევს, რომ კვების შეზღუდვები მას არ ეხება, რადგან გარედან შეყვანილი ინსულინი ზრუნავს მის სისხლში შაქრის დონეზე. ეს გავრცელებული აზრია, მაგრამ მცდარი.

ყველა დიაბეტიანის კუჭქვეშა ჯირკვალი დაზიანებულია და ფიზიოლოგიურად ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ინსულინს. დიეტის დაცვა ნებისმიერ შემთხვევაში ("ინსულინდამოკიდებულებშიც" და "ინსულინდამოუკიდებლებშიც") აუცილებელია, რადგან თუ დიაბეტიანმა მიიღო ჩვეულებრივ შაქარზე დამზადებული პროდუქტები, მოხდება სისხლში შაქრის შემცველობის მკვეთრი მატება, რასაც გარედან მიწოდებული ანუ ეგზოგენური ინსულინი ვერ მოაწესრიგებს.

ალკოჰოლური სასმელები

მაგარი სპირტიანი სასმელები, როგორიცაა არაყი, კონიაკი, ვისკი, რომი და ა.შ. მავნებელია ჯანმრთელობისთვის და მათ შორის, დიაბეტიანი პირებისთვისაც. რაც შეეხება ღვინოს (სახლში დაყენებული, ნატურალური, სუფრის მშრალი ღვინოები), ის შეიცავს უამრავ მიკროელემენტს, ვიტამინებს და პაციენტებს მცირე რაოდენობით (1-2 ჭიქა) მისი მიღებას არ ეკრძალებათ.

მშრალი სუფრის ღვინოები, განსაკუთრებით - წითელი, მეტად სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. ის თრომბის წარმოქმნას უშლის ხელს და ორგანიზმიდან მავნე ქოლესტერინს გამოდევნის.

შაქრიანი დიაბეტის დროს ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით არის გარკვეული შეზღუდვებიც, კერძოდ, იგი დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ლიპიდური (ცხიმოვანი) ცვლის ერთ-ერთი კომპონენტი - ტრიგლიცერიდები არ არის მომატებული.

დიაბეტიანის კვების რეჟიმი

დიაბეტიანის კვების რეჟიმი, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია პაციენტის მკურნალობის რეჟიმზე. ინსულინზე მყოფი ადამიანისთვის ეს რეჟიმი უფრო მკაცრად დაცული უნდა იყოს. თუ ინიექციის შემდეგ კვება დაგვიანდა, შეიძლება შაქრის დონე სისხლში მკვეთრად დაეცეს და გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.

რაც შეეხება ტაბლეტთერაპიაზე მყოფ ადამიანს, მისთვისაც, რასაკვირველია, განსაზღვრულია კვების რეჟიმი, მაგრამ ამ დროს ტაბლეტის მიღებიდან მცირე ხნით, მაგალითად, 10-15 წუთით კვების დაგვიანება ჰიპოგლიკემიას ნაკლებად გამოიწვევს.

დიაბეტიანს უნდა ჰქონდეს სამჯერადი კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი და მათ შორის წახემსებები ხილის, ბოსტნეულის სახით (პურის გარეშე). საათების განსაზღვრა ყველა ადამიანისათვის ინდივიდუალურია და გამომდინარეობს იქიდან, თუ რა სახის მკურნალობაზე იმყოფება, კერძოდ, რომელ ინსულინს რა დოზით იკეთებს, რომელ ტაბლეტს იღებს და ა.შ.

საერთოდ, დიაბეტიანმა ყოველთვის თან უნდა ატაროს რამდენიმე ნატეხი შაქარი და ბარათი წარწერით, რომ აქვს დიაბეტი.

კვება გრიპის ან სხვა დაავადებების შემთხვევაში

თუ დიაბეტიანი ავად გახდა, არ არის რეკომენდებული კვების რეჟიმის შეცვლა, მაგრამ თუ ვერ ახერხებს საკვების მიღებას ან აქვს ღებინება, რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება - საათში, მინიმუმ, 1 ჩ/ჭ სითხე (უშაქრო), კერძოდ - წყალი, ტუტოვანი მინერალური წყალი, უკოფეინო ყავა და ჩაი.

აგრეთვე, ქათმის ხორცის ან ბოსტნეულის ზომიერად მარილიანი ბულიონი. ეს განსაკუთრებით კარგია მაღალი ტემპერატურისა და კუჭის აშლილობის დროს.

თუ ავადმყოფობის დროს დიაბეტიანს ჩვეულებრივ რეჟიმში კვება არ შეუძლია, უნდა მიიღოს საათში 1,5 გ ნახშირწყალი ანუ - 6 ცალი მლაშე კრეკერი ან 1 ნაჭერი პური; ანდა 1/2 ჩ/ჭიქა მოხარშული ბურღულეული; 1/2 ჩ/ჭ კარტოფილის პიურე; 1/3 ჩ/ჭ მოხარშული ბრინჯი; 1/3 ჩ/ჭ ხილის იოგურტი; 1/4 ჩ/ჭ ვაშლის პიურე; 1/2 ჩ/ჭ ხილის წვენი; 1 ჩ/ჭ ბულიონი.

პირამიდა


დღეისათვის საკვები პირამიდა, რომელიც შემუშავებულია ჰარვარდის ჯანმრთელობის ცენტრში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია მიღებული. აქ თავმოყრილია რეკომენდაციები საკვების შესახებ; ნაჩვენებია, თუ რა პროდუქტი და რა რაოდენობით შეიძლება მიირთვათ დღის განმავლობაში:
6 ან მეტი ულუფა სახამებლის შემცველი ბურღულეული (მაგ: ყავისფერი ბრინჯი, წიწიბურა).

აუცილებელია ამ ჯგუფის სხვა პროდუქტიც მიიღოთ, უპირატესობა მიანიჭეთ პარკოსნებსა და ბურღულეულს. ყველაზე არასასურველია - კარტოფილი, პური.

3-5 ულუფა ბოსტნეული;

2-3 ულუფა ახალი ხილი;

2-3 ულუფა რძე ან რძის პროდუქტი (ცხიმის მცირე შემცველობით):

2-3 ულუფა ხორცი (საქონლის ან ფრინველის), თევზეული.

შეზღუდული რაოდენობით უნდა მიიღოთ:

ცხიმი (განსაკუთრებით - ცხოველური)
წითელი ხორცი, რაფინირებული თეთრი ბრინჯი, თეთრი პური, კარტოფილი, მაკარონის ნაწარმი.

"თეფშის მეთოდი"

ამ მეთოდით სარგებლობისას არაა აუცილებელი საკვების აწონა/გაზომვა, თვითონ თეფში მოგცემთ ულუფის განსაზღვრის საშუალებას. გაყავით ბრტყელი თეფში 4 ნაწილად:

საუზმე

1/4 ცილების შემცველი საკვები
1/2 სახამებლიანი საკვები
1/4 უნდა იყოს ცარიელი
დაამატეთ ბოსტნეული, მწვანილი, ხილი (1 ულუფა), 1 ულუფა რძის პროდუქტები.
ასეთი მიდგომით დღიურ რაციონს შეამცირებთ 1200-1500 კკალ-მდე.

სადილი

1/4 ხორცი, თევზი (ე.ი ცილის შემცველი პროდუქტები) - შემწვარი, მოშუშული (მომზადებისას გამოიყენეთ, რაც შეიძლება ნაკლები ცხიმი).

1/4 სახამებლის შემცველი პროდუქტი (ფაფა, სპაგეტი, მაკარონის ნაწარმი, პარკოსნები, სიმინდი, ბარდა, პური)

1/2 ბოსტნეული (რომელიც არ შეიცავს სახამებელს) - მწვანილი, მწვანე სალათა, კომბოსტო, სტაფილო და სხვა.

დაამატეთ ხილის ან ბოსტნეულის ერთი ულუფა. 

ექიმი ნინო ჩარგეიშვილი
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)
კომენტარები (23)
Vanda
Romeli xilia neba dartuli am dros rodesac insulinzea da ramdeni
ლია
დიაბეტის დროს ჯარხლის ჯამა ტუ სჰეიზლება
თიკო
დიაბეტის დროს თი შეიძლება მჭადი ან ნადუღი მიირთვას ადამიანმა?
ხატი ხატი ხატი
#ლელა კუპატაძე ინსულინზე გადაიყვანეთ ძალიან კარგია,ინსულინი დაარეგულირებს შაქრის ნორმას ორგანიზმში :)
ლელა კუპატაძე
ცჰემს მეუგლეს აკვს მაგალი შაკარი200კვევიტ ვერ ჩამომყავს,აკვს 300იც,ეკიმმა გამოუწერა ამალინი 4მგ,არაფერს არ მოკმედებს ეტყობა,ტკვენ რას მირჩევტ
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ყველაფერი ქალის ჰორმონების შესახებ - ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია, ყველა ქალმა იცოდეს!
15:29 / 24-05-2018
ორგანიზმში ჰორმონების ჰარმონია უნდა დავიცვათ, რადგან მცირე ცვლილებასაც კი შეიძლება გართულებები მოჰყვეს. ჰორმონების ჰარმონიულობა კი კარგი განწყობის, მიმზიდველობის, ჯანმრთელობისა და ძლიერი ნერვული სისტემის საწინდარია.
5 ჯადოსნური პროდუქტი, რომელიც ახალგაზრდობას შეგინარჩუნებთ
10:49 / 22-05-2018
ბევრი პროდუქტი არსებობს, რომელიც სასარგებლოა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეს შეუძლია შეგვინარჩუნოს ახალგაზრდობა.
დაავადებები, რომელთა დროს ყავის დალევა აუცილებელია
11:08 / 17-05-2018
ყავას ყოველდღიურად ვსვამთ, თუმცა მის სასარგებლო თვისებებზე ბევრი არ ვიცით. გაირკვა, რომ ყავა ებრძვის დიაბეტის მეორე ტიპს, სხვადასხვა სახის კიბოს.
7 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეამციროთ შაქარი ყოველდღიურ რაციონში
10:39 / 17-05-2018
შაქარს „თეთრ სიკვდილს“ ტყუილად სულაც არ ეძახიან. ზოგჯერ ტკბილეულზე წარმოუდგენლად დამოკიდებულნი ვხდებით და არც კი ვიცით, რა რაოდენობის შაქარს იღებს ჩვენი ორგანიზმი დღის განმავლობაში.
რა არ უნდა იყიდოთ "ლარიანების მაღაზიაში"?
11:56 / 07-05-2018
ჩვენ ყველას ძალიან  გვხიბლავს "ლარიანების მაღაზიის" იდეა, სადაც სულ რაღაც 5 ლარად 5 ნივთის შეძენა შეგვიძლია, მაგრამ არის რაღაცები, რისი იქ ყიდვაც  სარისკოა:
10 რამ, რაც თქვენი ბავშვის პირის ღრუს შესახებ არ იცით
11:19 / 07-05-2018
საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ბავშვის სარძევე კბილებს მოვლა არ სჭირდება და არც ისეთ ჩვევებს აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, როგორც თითის ან მატყუარას ხანგრძლივი წოვა, ხვრინვა, სარძევე კბილების არასწორი თანკბილვა ან ნაადრევი ამოღებაა.
დღის რომელ მონაკვეთში უნდა იბანაოთ გაზაფხულზე? აი, რა დაადგინეს დერმატოლოგებმა
10:40 / 07-05-2018
შხაპი დილით მივიღო თუ საღამოს? ამ კითხვას, ალბათ, ძალიან ბევრი უსვამს საკუთარ თავს.
რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ორგანიზმს ენერგეტიკულმა სასმელებმა
10:00 / 07-05-2018
ენერგეტიკული სასმელები გვეხმარება ენერგიით დამუხტვაში, როცა გვეძინება, მაგრამ უნდა ვიფხიზლოთ.
რა გავაკეთოთ და რა არა გველის ნაკბენის დროს - პირველი სამედიცინო დახმარება, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
10:28 / 30-04-2018
ყველამ კარგად ვიცით, რომ მაისიდან ზაფხულის ბოლომდე ქვეწარმავლების აქტიური პერიოდია. გველის ნაკბენი აქტუალური თემაა.
7 პროდუქტი, რომელიც სიმთვრალეში არ უნდა შეჭამოთ
21:25 / 25-04-2018
ყველაზე სასარგებლო პროდუქტებიც კი შესაძლოა, მავნებელი გახდეს, თუ მათ შეუფერებელ მომენტში მიირთმევთ. საინტერესოა, რას უნდა გავექცეთ მაშინ, როცა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებით.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი