როგორც ცნობილია, მსოფლიოში უკვე მილიარდი ვეგეტარიანელია. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს ცხოველური წარმომავლობის პროდუქტზე. ზოგი ამას ეთიკური მოსაზრებების გამო აკეთებს, ზოგი კი - ჯანმრთელობის სასარგებლოდ.
დიეტოლოგები ამბობენ, რომ კვების ეს სისტემა ბევრ დადებით უპირატესობას ფლობს, მაგრამ იმისათვის, რომ ვეგეტარიანელობამ სარგებელი მოგიტანოთ და არ მიაყენოს ზიანი ორგანიზმს, დიდი სიფრთხილეა საჭირო.
ნებისმიერი სახის კვებაში დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელ კვებით ნივთიერებებს ღებულობთ. პირველ რიგში - ცილას, კალციუმს, რკინას და ვიტამინ В12.
რაშია ვეგეტარიანობის სარგებელი? პირველ რიგში, ვეგეტარიანელები მცენარეული საკვებიდან სხვადასხვა სახეობის უჯრედისს იღებენ. მეორე რიგში, ცოცხალი ხილი და ბოსტნეული შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ C-ს, მაგრამ როგორც ნებისმიერი სხვა კვების არატრადიციული სისტემა, ვეგეტარიანელობასაც აქვს ნაკლი.
მანამ, სანამ ვეგეტარიანელი გახდებით, აუცილებლად უნდა გაიკეთოთ სისხლის ანალიზი. ხორცი დიდი რაოდენობით რკინას და თუთიას შეიცავს. მასზე უარის თქმამ კი შესაძლოა ანემია გამოიწვიოს. აუცილებელია პერიოდულად ანალიზების გაკეთება. ასევე, მინერალებისა და ვიტამინების კომპლექსის მიღება.
რა უნდა იცოდეს ყველა ვეგანმა და ვეგეტარიანელმა ზამთრის სეზონზე
განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ კვებას ზამთრის სეზონზე, როცა იმუნიტეტი იკლებს და ვირუსების საფრთხე გვემუქრება. ამ პერიოდში ხშირად აუცილებელი ხდება დამატებითი საშუალების მიღება. ბრიტანული ბრენდის „ჰელს ეიდის“ მედიკამენტი ექინაცეა - 500 სწორედ ასეთ საშუალებას წარმოადგენს. ვინაიდან პროდუქტი შეიცავს მხოლოდ მცენარეულ ექსტრაქტს იგი შესაფერისია ვეგეტარიანელებისთვის. პროდუქტში შემავალი ყველა ინგრედიენტი აკმაყოფილებს აშშ, ევროპისა და ბრიტანეთის ფარმაკოპეას სტანდარტებს ან მომწოდებლის სპეციფიკაციას.
ექინაცეა-500 შეიცავს მეწამული ექინაცეას ექსტრაქტს, რომელიც ექინაცეას სამი სახეობიდან (მეწამული ექინაცეა, ვიწროფოთლიანი ექინაცეა და ექინაცეა პალიდა) ყველაზე ძლიერი პოტენციალის მქონე სახეობად ითვლება. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ფლავონოიდებს, გლიკოპროტეინებს და სხვა მრავალ აქტიურ კომპონენტს, რომლებსაც იმუნური სისტემის სტიმულატორებად მიიჩნევენ. აღნიშნული ნივთიერებები აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს ორგანიზმს გრიპის, გაცივების და ვირუსული ინფექციებისაგან. მისი მიღება გაცივების პირველივე ნიშნების გაჩენისთანავე ხელს უშლის სიმპტომების განვითარებას, ხოლო გაცივების ან გრიპის დროს მისი მიღება ამცირებს ავადობის ხანგრძლივობას.
ექინაცეა - 500, გარდა იმისა, რომ აძლიერებს იმუნიტეტს, ანადგურებს მრავალ ბაქტერიასა და ვირუსს. მისი ექსტრაქტი აფერხებს სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების, ნაწლავის ჩხირის, ჰერპესვირუსისა და გრიპის გამომწვევი ვირუსების გამრავლებას. მცენარის ყველა ნაწილში უხვად არის მინერალური ნივთიერებები, მათ შორის, იშვიათი მინერალებიც, რომელთა ნორმას საკვებიდან ვერ ვიღებთ და ამიტომ ხშირად აკლია ორგანიზმს. ესენია: კალციუმი, კალიუმი, სელენი, მანგანუმი, თუთია, მოლიბდენი, ვერცხლი, ქლორი, რკინა, მაგნიუმი, და სხვა.
ექინაცეა-500 ის მიღება შეუძლიათ მოზრდილებს და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებს. მიღების ფორმა მარტივია: ერთი ან ორი აბი დღეში კვებასთან ერთად.
<div></div>