იცით, რომ 100 გრამი იოგურტი 10 გრამ შაქარს შეიცავს და თუ მას ბავშვი რეგულარულად მიირთმევს, წონის მატება ელის? საერთოდ, იცით, რას აჭმევთ ბავშვებს მოსაზრებით "სასარგებლოა"?
განვიხილოთ 9 პროდუქტი.
1. უცხიმო რძე
ძროხის რძეს ბევრი დედა ამრეზით უყურებს და შვილს უცხიმო რძეს, ნუშის ან სოიისას ასმევს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ უცხიმო რძე საზიანოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ბავშვი, რომელიც არ სვამს ძროხის რძეს, D ვიტამინის ნაკლებობას ორმაგად გაინიცდის. გარდა ამისა, კვლევით დადგინდა, რომ 3 წლის ბავშვი, რომელიც დღეში სამ ჭიქა უცხიმო რძეს სვამდა, 1,5-ით დაბალი იყო თანატოლზე, რომელიც დღეში სამ ჭიქა ძროხის რძეს მიირთმევდა.
2. თხილი
თხილი აუმჯობესებს ტვინის მუშაობს, მაგრამ ამავე დროს, ალერგიულია. სპეციალისტები გვირჩევენ, ბავშვს თხილეული ოთხ წლამდე არ ვაჭამოთ ან მხოლოდ პასტის და პიურეს სახით.
3. ძეხვი, ჰოთ-დოგი, ნაგეტსი
ეს პროდუქტები ბავშვებისთვის კი არა, უფროსებისთვისაც საშიშია. ჩაანაცვლეთ ისინი ორთქლზე მომზადებული ქათმისა და ინდაურის ხორცით.
4. დაკონსერვებული ხილი და სიროფი
გაყინული და დაკონსერვებული ხილი ცოცხალზე არანაკლებ სასარგებლოა, მაგრამ არა სიროფში, სადაც შაქრის დონე უმაღლეს ზღვარს აღწევს. უპირატესობა მიანიჭეთ დაკონსერვებულ ხილს საკუთარ წვენში.
5. ზღვის პროდუქტები
იაპონიაში, სადაც ძირითადად ზღვის პროდუქტებით იკვებებიან, ბავშვებს 4-5 წლამდე მათ არ აჭმევენ. საქმე იმაშია, რომ თევზი შეიძლება იყოს ალერგიული ბავშვისთვის ან საშიშ ნივთიერებას, მაგალითად, ვერცხლისწყალს შეიცავდეს.
6. ყავა და კაკაო
კაკაო საშიში არაა, მაგრამ კოფეინს შეიცავს. ბავშვს შეიძლება გაუხშირდეს შარდვა, უძილობა, გულისცემა. ამიტომ კაკაო დაალევინეთ ბავშვს საუზმეზე. აკონტროლეთ მასში შაქარი. ხოლო ყავა საერთოდ არ დაალევინოთ.
7. ზეფირი
დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. ნუ აჭმევთ ბავშვს, თუ მის ჯანმრთელობას უფრთხილდებით.
8. სოკო
თუ არ იცით, რომელ ტერიტორიაზე მოიკრიფა სოკო, რა პირობებშია მოყვანილი, ბავშვს არ აჭამოთ. ამასთანავე, ის რთულად მოსანელებელია. ამიტომ 5-6 წლამდე ბავშვის რაციონში ნუ შეიტანთ.
9. კომბოსტო და სიმინდი
ორივე პროდუქტი იწვევს მუცელში აირების დაგროვებას. ამასთანავე, სიმინდი ალერგიულიცაა. 1-2 წლამდე ბავშვებს ნუ აჭმევთ.