რისი ჭამა გინდებათ ხოლმე ხშირად? ეს პროდუქტი მავნეა თუ სასარგებლო? ხშირად რაიმე პროდუქტისადმი მიდრეკილება კონკრეტულ დაავადებაზე მიუთითებს, რომლის არსებობაც შეიძლება თავადაც არ იცოდეთ.
წითელი ხორცი
რკინის ნაკლებობას განიცდით, განსაკუთრებით, მენსტრუაციის პერიოდში. თუ სისხლიანი სტეიკის ჭამა გინდებათ, უმჯობესია, ვიტამინების კურსი მიიღოთ, რათა ორგანიზმმა შეივსოს იმის ბალანსი, რაც აკლია.
კარტოფილის ჩიფსი
მარილიანისადმი მიდრეკილება მაშინ ჩნდება, როცა ორგანიზმს კალციუმი, მაგნიუმი და თუთია აკლია. ამასთანავე, თუ ხშირად მიირთმევთ კარტოფილის ჩიფსს, ორგანიზმში ნატრიუმი დიდი რაოდენობით დაგიგროვდებათ, რაც კარგი სულაც არაა.
ყველი
თუ გსურთ, ტონობით ყველი ჭამოთ, ეს მიუთითებს, რომ საკმარისი რაოდენობით არ იღებთ ომეგა-3ს. მისი ძირითადი წყაროა: ცხიმიანი თევზის სახეობები (სკუმბრია, ორაგული), აგრეთვე, სელის ზეთი, ნიგოზი.
კანფეტები
თუ ხშირად მიირთმევთ მაკარონს, პურს, ღვეზელებსა და ნამცხვრებს, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ კანფეტიც და ტკბილიც უფრო ხშირად გინდებათ. მარტივი ნახშირწყლები სისხლში შაქრის მომატებას უწყობენ ხელს, რასაც დიდი რაოდენობით ინსულინის გამოყოფა მოჰყვება.