თუ დაბალნახშირწყლოვანი დიეტის დაცვა გადაწყვიტეთ, რაციონიდან, ალბათ, უკვე გამორიცხეთ მაკარონი, პური და კარტოფილი. თუმცა ეს არ კმარა.
მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი ნახშირწყლებისგან განსხვავებით, ნელი ნახშირწყლები ძალიან სასარგებლოა, ისინი მაინც ნახშირწყლებია.
გთავაზობთ თითქოს უწყინარ, მაგრამ ნახშირწყლებით მდიდარ პროდუქტებს:
1. ჩირი
50 გ-ში: გარგარში 17 გ ნახშირწყლებია, 20 - ლეღვში, 26 - ქიშმიშში.
2. პარკოსნები
100 გ მზა პროდუქტში: 18 გ - ოსპსა და შავ ლობიოში, 20 გ - ბარდაში.
3. იოგურტი
1 ულუფა (150 გ): 16 გ ნახშირწყლები.
4. წვენი
ჭიქა: ფორთოხლის წვენი - 26 გ, ვაშლის - 28 გ, 31 გ - კოწახურის წვენში.
5. კინოა
100 გ - ში: 18 გ.
6. ბანანი
1 ც ბანანში: 25 – 27 გ.
7. პური გლუტენის გარეშე
1 ნაჭერში: 18 გ.
8. ბარბექიუს საწებელი
1 ულუფა (50 გ): 25 გ-მდე.
9. თხელი მექსიკური პური
1 პურში: 18 გ.
10. მანგო
1 ც მანგოში: 20 – 25 გ.