მართალია, ბავშვის გაჩენა ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო მოვლენაა მსოფლიოში, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მშობიარობა ქალის სხეულს ფორმას სრულად უცვლის.
იმის მიუხედავად, რომ ზოგი დედა საავადმყოფოს ყოველგვარი გართულების გარეშე, 2-3 დღეში ან 24 საათში ტოვებს, რეაბილიტაციის პროცესი გაცილებით მეტ ხანს გრძელდება.
Bright Side-მა გადაწყვიტა, დაედგინა, რა სირთულეებს უმკლავდება ქალის სხეული მშობიარობისას და რამდენი ხანი სჭირდება მას რეაბილიტაციისთვის.
მუცელი
კანქვეშა ცხიმი, რომელიც ბავშვს გარე ფაქტორებისგან იცავს, ქალის სხეულში მნიშვნელოვნად იზრდება ორსულობის დროს. ჰორმონალური ცვლილებები და ირაციონალური კვებაც ხელს უწყობს ამ პროცესს. ამიტომაც არის, რომ მშობიარობის შემდეგ ქალის მუცლის მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი კილო მოიმატა მან ორსულობის დროს.
აბდომინალური კუნთები მშობიარობის შემდეგ 6-8 კვირაში იწყებს დაპატარავებას, საკეისროს შემთხვევაში კი მეტი ხანი სჭირდება. თუ არ არსებობს დიასტაზის რექტთან (ასევე ცნობილი, როგორც მუცლის დაშლა) დაკავშირებული პრობლემები, რაც სამედიცინო ჩარევას მოითხოვს, მაშინ დედას შეუძლია ვარჯიშის დაწყება მშობიარობიდან 1.5-2 თვეში. თუ ქალი არ ივარჯიშებს, მუცლის კუნთების აღდგენას 1-2 წელი დასჭირდება.
მკერდი
ლაქტაციის პერიოდში რძისთვის საჭირო სეგმენტების გაფართოების გამო ქალის მკერდი იზრდება. კუნთებს ისე აღარ შეუძლიათ მკერდის დაჭერა, როგორც ორსულობამდე, რადგან ძუძუები 2-3-ჯერ უფრო დიდი ხდება. ამან შეიძლება ფთოზი გამოიწვიოს ან მოშვებულ ძუძუებამდე მიიყვანოს ქალი. ამას გარდა, ძუძუს თავები და მიმდებარე ადგილებიც უფრო ფართოვდება და მუქდება, შეიძლება სისხლძარღვებიც ეტყობოდეს მკერდს, რადგან კანი ამ ადგილებში თხელდება. რაც უფრო მეტი რძე აქვს ქალს, უფრო მძიმეა მისი ძუძუც და დატვირთვის გაზრდის გამო მას კარგი მოვლაც სჭირდება.
რაც უფრო ახალგაზრდაა დედა, უფრო ელასტიკურია მისი კანიც. ამას გარდა, რაც უფრო გავარჯიშებული იყო მისი მკერდის კუნთები ორსულობამდე, მით უფრო ნაკლები დრო დასჭირდება მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩასადგომად. სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის შესაძლებელი "ქალწულური" ფორმების დაბრუნება, მაგრამ რაც უფრო მეტს ივარჯიშებს ქალი, მით უკეთეს შედეგს მიაღწევს.
სწორი კვება, A, B, და C ვიტამინების მიღება, მკერდის მასაჟი, კომფორტული ბიუსტჰალტერი და, რა თქმა უნდა, ვარჯიში, დაგეხმარებათ კანის ელასტიკურობისა და მკერდის სილამაზის შენარჩუნებაში. განაგრძეთ კითხვა