"უმჯობესია, დალიო და მოწიო" - 5 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც სიგარეტსა და ალკოჰოლზე სწრაფად გვკლავს
"უმჯობესია, დალიო და მოწიო" - 5 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც სიგარეტსა და ალკოჰოლზე სწრაფად გვკლავს
ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენი ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული. ვიცით, რომ მოწევა, ცხიმიანი საკვები და ალკოჰოლი ცუდად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე, მაგრამ სხვა საფრთხეებიც რომ არსებობს:

მჯდომარე ცხოვრების წესი


კანადელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს მსხვილი ნაწლავის, მკერდის, ფილტვების კიბოს.
ეცადეთ, მუშაობის დროს საათში ერთხელ ადგეთ, გაიარ-გამოიაროთ. არ დაგავიწყდეთ სეირნობა საღამოობით და
ვარჯიში - დილაობით.

ბევრი ყველი და ხორცი


სამხრეთ კალიფორნიის მეცნიერების დასკვნით, ადამიანი, რომლის რაციონშიც დიდი რაოდენობითაა ცხოველური ცხიმი, კიბოსგან იღუპება.
ამიტომ გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით; მცენარეული ცილით - თხილი, პარკოსნები.

სადილის გაზზე მომზადება


გაზი იმდენ მავნე ნივთიერებას გამოსცემს, რომ საშიშია ჯანმრთელობისთვის. თავი რომ დაიცვათ, სამზარეულოში გამწოვი დააყენეთ.

ხელოვნური ნამზეური


კანი ულტრაიისფერი სხივებისგან უნდა დაიცვათ. სოლარიუმში სიარული კი კანის კიბოს იწვევს. ის უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოწევა - ფილტვის კიბოზე.

უძილობა

თუ არ ეწევით, არ სვამთ, რეგულარულად ვარჯიშობთ, ჯანსაღად იკვებებით, მაგრამ უძილობა გაწუხებთ, გახსოვდეთ, რომ სასიკვდილოდ იმეტებთ თავს. ადამიანს დღეში 8 საათი უნდა ეძინოს გრილ და ჩაბნელებულ ოთახში.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
lia
ერთი მეც მკითხეთ არ არსებობს სიგარეტს ეწეოდეს ადამიანი და არ მოეკითხოს,უბრალოდ არ არსებობს,ეს ჩემი დაკვირვებაა, დაწყებული ასთმით ,გულის დაავადებებით და დამთავრებული კიბოთი.
02:28 / 10-08-2018
გამოხმაურება / 0 /
სს
რა სისულელეებს წერ?! წერა-კითხვა ყველას არ უნდა ასწავლო!
18:08 / 26-07-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი