1. ნესვი - ვიტამინებით მდიდარი
ის A, B და C ვიტამინებს შეიცავს, ასევე ალბუმინს, უჯრედისს, კალიუმს, რკინას, მაგნიუმს, ფოსფორსა და კალციუმს.
ნესვი ერთ-ერთი საუკეთესო ანტიოქსიდანტია.
ის აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, მადას, სასიცოცხლო ძალას. მისი 90%-ს შეადგენს წყალი.
ნესვი აუმჯობესებს მომნელებელ სისტემას
თუ შეკრულობა გაწუხებთ - დილით უზმოზე მიირთვით 2 ნაჭერი ნესვი. თქვენ დანაყრდებით, თქვენი ორგანიზმი კი გათავისუფლდება ტოქსინებისგან.
ნესვი აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას
ნესვი ადამიანისთვის საჭირო რაოდენობის უჯრედისსა და C ვიტამინს შეიცავს. ეს ნივთიერება სისხლში ამცირებს ქოლესტერინის დონეს და წნევას, წმენდს სისხლს ტოქსინებისგან და აუმჯობესებს გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობას.
ნესვი ეხმარება სტრესის მოხსნაში
ნესვში შემავალი ანტიოქსიდანტები ამცირებს სტრესის ჰორმონის გამოყოფას. ამიტომ, თუ ნესვს რეგულარულად მიირთმევთ - ღელვა, დეპრესია და სტრესი გაქრება.
ნესვი სასარგებლოა დიაბეტის დროს
მიუხედავად იმისა, რომ ნესვი ტკბილია, ის შეიცავს ნივთიერებას, რომელიც დიაბეტიანების სისხლში ინსულინის დონეს აბალანსებს.
ნესვი აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას
ფრანგმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნივთიერება, რომელსაც ნესვი შეიცავს, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის გამომუშავებას არეგულირებს.
ნესვი აუმჯობესებს მხედველობას
1 ნაჭერი ნესვი შეიცავს 103,2% A ვიტამინის დღის ნორმას. თავის მხრივ, ის აუმჯობესებს მხედველობას.
ნესვი ატენიანებს და ამშვიდებს კანს
ნესვი ძალიან სასარგებლოა დამწვრობის დროს. მას ასევე იყენებენ კოსმეტოლოგიაში და მცირე ნაკაწრებისა და დაზიანებების სამკურნალოდ. უბრალოდ დაიდეთ ნესვის თხელი ფენა კანზე.
ნესვის თესლის რძე ხელს უშლის ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას
გაჭერით ნესვი და ამოიღეთ მისი გული თესლთან ერთად. მოათავსეთ ის ბლენდერში, დაუმატეთ 1-2 ჭიქა წყალი, დააბლენდერეთ და დაწურეთ. მიღებული სითხე უნდა დალიოთ ჭამამდე დღეში სამჯერ, ჭიქა რძეში 1 კ თაფლის დამატებით.