ყოველი მეშვიდე წყვილი ჩასახვასთან დაკავშირებულ პრობლემას განიცდის, 40-50%-ის შემთხვევაში კი წყვილებში უნაყოფობა მამაკაცთანაა დაკავშირებული.
კვლევამ დაამტკიცა, რომ დღეში ორი მუჭა ნუში, ბერძნული კაკალი მამაკაცის ჯანმრთელობასა და სპერმის ხარისხს 2 კვირაში აუმჯობესებს.
ორი კვირის შემდეგ მონაწილეებმა სპერმა ჩააბარეს.
გაირკვა, რომ მათ შორის, ვინც მიირთმევდა კაკალს, გაუმჯობესდა:
- სპერმატოზოიდების ხარისხი 14%-ით;
- მათი სიცოცხლისუნარიანობა 4%-ით;
- მოძრაობა 6%-ით;
- 1%-ით ფორმა და ზომა.
ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ეს შედეგები სწორედ კაკლის მიღების შედეგად მიიღეს. კაკლის გული მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებითა და B ჯგუფის ვიტამინებით.
ყველა ეს ნივთიერება ზრდის ნაყოფიერებას.
მეცნიერები მამაკაცებს, რომლებსაც უნაყოფობისა და სპერმის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა აწუხებთ, სწორედ მსგავსი კვლევის ჩატარებას ურჩევენ.
თუმცა ყველა სპეციალისტი თანხმდება ერთ აზრზე, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი და ხარისხიანი კვება ბავშვის ჩასახვაში ეხმარება.