ექიმების აზრით, დაბერება მაშინ იწყება, როცა ორგანიზმს ვიტამინების ნაკლებობა აღენიშნება. თუ გარკვეულ ვიტამინებს რეგულარულად მიიღებთ, დაბერების პროცესს არათუ შეაჩერებთ, არამედ გაახალგაზრდავდებით კიდეც.
დღეს გთავაზობთ აუცილებელი ვიტამინების მცირე ენციკლოპედიას.
რიბოფლავინი (В2) - საჭიროა, რათა კანი იყოს გადატკეცილი და ჯანსაღი. მისი ნაკლებობა იწვევს: ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას, კოლიტსა და გასტრიტს. ორგანიზმი ადვილად ავადდება.
წყარო: კომბოსტო, ვაშლი, ნუში, მწვანე ლობიო, პომიდორი, განსაკუთრებით ბევრია: ღვიძლში, საქონლის ხორცში, კვერცხში, რძესა და რძის პროდუქტებში.
ტიამინი (B1) - ნერვული სისტემისთვისაა. თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას უჩივით ან შეკრულობას, მიირთვით მარცვლეულის პური და ფაფები.
წყარო: ლობიო, კარტოფილი, ღვიძლი, შვრია და ქერი.
პირიდოქსინი (В6) - სასარგებლოა კალციუმთან ერთად. აუმჯობესებს ცხიმის ათვისებას.
წყარო: მარცვლეულის ფაფები, დაღერღილი მარცვლის პური, ხორცი, თევზი, ღვიძლი, ცხიმოვანი პროდუქტები.
(B5) - მისი ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს დერმატიტს, დეპიგმენტიზაციას, სიმაღლეში ზრდის შეფერხებას.
წყარო: ღვიძლი, რძე, კვერცხის გული, მცენარეების მწვანე ნაწილები.
(B9) და (B12) - ეს ორი ვიტამინი არეგულირებს ნახშირწყლებისა და ცხიმის მიმოქცევას ორგანიზმში. მისი ნაკლებობა იწვევს სისხლნაკლულობას.
წყარო: რძე, კვერცხი, საფუარი, მცენარეების მწვანე ნაწილები. განსაკუთრებით მდიდარია: საქონლის ღვიძლი და თირკმელები.
ნიკოტინმჟავა B3 ან РР - მისი ნაკლებობა უარყოფითად აისახება კანზე, ლორწოვან გარსში, ნერვულ აშლილობასა და დიარეაში.
წყარო: საფუარი, მათ შორის, ლუდის; წიწიბურა, სოკო და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები.
"ბე" ჯგუფის სხვა ვიტამინების მისაღებად გაამდიდეთ რაციონი ფორთოხლით, მწვანე ბარდით, ნესვით, კარტოფილით, ხორცით, თევზითა და კვერცხით, ხაჭოთი, ჭარხლით, კომბოსტოთი.
რეტინოლი А ვიტამინი - ახანგრძლივებს ახალგაზრდობას, მისი უკმარისობა აისახება კანზე, ლორწოვან გარსზე, მხედველობაზე. სხვათა შორის, ბოლო დროს საგრძნობლად მოიმატა А ვიტამინის ნაკლებობამ ადამიანებში.
წყარო: სტაფილო, სალათის ფურცლები, კომბოსტო, მცენარეების მწვანე ნაწილები, ღვიძლი და თირკმელები, თევზის ქონი, კვერცხის გული, კარაქი, რძე.
ასკორბინის მჟავა С ვიტამინი - იგი ებრძვის ინფექციების მოხვედრას ორგანიზმში. მისი წყალობით ელასტიკური და გამძლე ხდება კაპილარები. С ვიტამინი აქტიურად უნდა მიიღოთ, თუ ვირუსი შეგეყარათ. ხოლო მათ, ვინც დიდი რაოდენობით მიირთმევს ცილოვან საკვებს, გაორმაგებული დოზით სჭირდება იგი. დაბოლოს, С ვიტამინი აუცილებელია ღრძილებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის.
წყარო: ციტრუსები, ასკილი, კომბოსტო, პომიდორი, შავი მოცხარი, წითელი წიწაკა.
Е ვიტამინი - მას ნაყოფიერების ვიტამინსაც უწოდებენ. გარდა ამისა, Е ვიტამინი უზრუნველყოფს გულის კუნთის მუშაობას, დაგიცავთ ვენების დაავადებისგან.
წყარო: ზეთი, კვერცხი, ღვიძლი, მარცვლოვანი კულტურა.
D ვიტამინი - აუცილებელია გულის მუშაობისთვის, ნერვული სისტემის რეგულაციისთვის, ძვლოვანი სისტემის გასამყარებლად. იგი აგრეთვე აუცილებელია, რათა ორგანიზმმა კალციუმი კარგად აითვისოს. D ვიტამინს "მზის ვიტამინსაც" ეძახიან. ის მზის სხივებითაც მიიღება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნამზეურის შედეგად დამწვარი კანი მზისგან D ვიტამინს ვერ იღებს.
წყარო: კვერცხი, რძე, კარაქი, თევზი, ღვიძლი.