ბევრი პროდუქტი არსებობს, რომელიც სასარგებლოა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეს შეუძლია შეგვინარჩუნოს ახალგაზრდობა.
მათი მიღება მხოლოდ გარეგნულ იერსახეზე კი არ მოქმედებს, ჯანმრთელობისთვისაც აუცილებელია. ჩვენი ჯანმრთელობა კი ჩვენს სილამაზესთან პირდაპირ კავშირშია.
ორაგული - შეიძლება ითქვას, რომ თევზის ეს სახეობა ჯადოსნურია. მის შემადგენლობაში ომეგა 3-ის მჟავები შედის. გარდა იმისა, რომ სასარგებლო და ნაზი საკვებია, სხვა ღირებული თვისებებიც გააჩნია, რის გამოც ქალბატონებს ძალიან მოსწონთ. საქმე იმაშია, რომ ორაგულს შეუძლია ასაკთან ბრძოლა - ნაოჭების გაქრობა და კანის ტონუსში მოყვანა. ალბათ, გეცოდინებათ, რომ ომეგა 3 კრემებსა და სხვადასხვა სახის საცხებშიც გამოიყენება. და ეს სწორედ ამ ფასდაუდებელ ნიშან-თვისებათა გამოა.
ბანანი - თუ გინდათ, რომ თვალის უპეები ჩამოსიებული არ გქონდეთ და თქვენს ასაკზე გაცილებით უფროსს არ ჰგავდეთ, მიიღეთ ყოველდღე ერთი ბანანი.
ბანანის ძილის წინ მირთმევის შემთხვევაში დიდი შანსია, რომ ტკბილადაც დაგეძინოთ. ეს ფერადი გემრიელობა ჩვენს უპეებზე დადებითად იმოქმედებს.
შვრია - მიირთვით შვრია იმისთვის, რომ თქვენი კანი ნაოჭებისკენ ნაკლებად მიდრეკილი იყოს და მათ ნაადრევად წარმოქმნას ხელი შეუშალოს.
ერთი მხრივ, ორგანიზმს წმენდს კიდეც და კუჭ-ნაწლავის სისტემაზე პოზიტიურად მოქმედებს.
მუხუდო - ალბათ, გეცოდინებათ, რომ მუხუდო თუთიას შეიცავს. თუ თქვენ გამონაყარი გაქვთ, ცხიმიანი კანი და ეს საშინელ დისკომფორტს გიქმნით, დროა, მუხუდო გასინჯოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, მუხუდო სხვადასხვა სახის კოსმეტიკაშიც გამოიყენება და ძალიან კარგი ეფექტი აქვს.
მწვანე ჩაი - ნორჩი და სათუთი კანი, ალბათ, ყველა ჩვენგანის ოცნებაა. თუ ბუნებამ ასეთი კანით დაგაჯილდოვათ, ნამდვილად იღბლიანი ადამიანი ხართ, თუმცა მას გაფრთხილება სჭირდება. მწვანე ჩაი კი სწორედ კანზე ზრუნავს. ის ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს. თუ დღეში მინიმუმ 3 ფინჯან მწვანე ჩაის დავლევთ, ხელს შევუწყობთ კანს სილამაზისა და ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში.