7 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეამციროთ შაქარი ყოველდღიურ რაციონში
7 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეამციროთ შაქარი ყოველდღიურ რაციონში
შაქარს „თეთრ სიკვდილს“ ტყუილად სულაც არ ეძახიან. ზოგჯერ ტკბილეულზე წარმოუდგენლად დამოკიდებულნი ვხდებით და არც კი ვიცით, რა რაოდენობის შაქარს იღებს ჩვენი ორგანიზმი დღის განმავლობაში.
წარმოიდგინეთ, რა საკვებს და სასმელსაც იყენებთ, იქიდან რამდენი შეიცავს შაქარს და თანაც, ზოგი მათგანი დიდი რაოდენობითაც.
პირობითად, დღეში 40.50 გრამი შაქრის მიღება სავსებით საკმარისია და დასაშვებიც.
თუმცა, თუ ჩვენ დღეში 80.100 გრამ შაქარს ვიღებთ, ეს ნორმებს უხეშად სცილდება. თუ ნორმების ზუსტად დადგენა გსურთ, აუცილებელია გაითვალისწინოთ ისიც, რას იწონით, რა ასაკის ხართ და როგორია თქვენი ცხოვრების განაწესი.


1. დადგინდა, რომ შაქრის შემცველობის მქონე საკვების დიდი რაოდენობით მიღება კიბოს რისკს ზრდის. ასევე მავნებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვისაც.

2. შაქრის ხშირად გამოყენება კბილებზე დამანგრევლად მოქმედებს.


3. შაქრიანი გამაგრილებელი სასმელების დალევა საგრძნობლად აზიანებს კუჭ-ნაწლავის სისტემას.

4. მისი მეშვეობით სხეულს ცხიმები ემატება და ამისთვის სიმსუქნისკენ მიდრეკილების ქონა სულაც არაა აუცილებელი.


5. შფოთვა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი - ზოგჯერ ეს სწორედ შაქრის გადაჭარბებული დოზის ბრალია.

6. ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ შაქარი ზოგჯერ დეპრესიას უწყობს ხელს და ჩვენს ხასიათზე უარყოფითად მოქმედებს.


7. თუ გლუვი და სუფთა კანი გვინდა, რომ გვქონდეს, ჩვენს ყოველდღიურ რაციონში ისევ და ისევ შაქრის შემცირება მოგვიწევს.

აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ შაქრის შეზღუდვას თავიდან ადამიანები ძალიან მძიმედ ხვდებიან. ათას რამეს ვამბობთ, რომ თავი გავიმართლოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ჯანმრთელობა პირადად ჩვენ გვაბარია და ვერავინ მოუფრთხილდება ისე, როგორც ჩვენივე თავი.

ნათია ხუნაშვილი



დიაბეტის 9 ნიშანი - ეს უნდა იცოდე!

დიაბეტის 9 ნიშანი - ეს უნდა იცოდე!


FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი