როგორც წესი, მარილს იმაზე მეტს მოვიხმართ, ვიდრე ეს ჩვენს ორგანიზმს სჭირდება. შედეგად ვითარდება კუჭის პრობლემები, სახისა და კიდურების შეშუპება, შეიძლება წარმოიქმნას გულისა და თირკმელების პრობლემები.
დღეს მოგიყვებით, რა საოცარი გარდასახვები მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ მარილს შეამცირებთ.
1. აღარ გაიღვიძებთ შეშუპებული სახით
მარილიანი საკვების შემდეგ წყალს ვსვამთ, მარილი აკავებს სითხეს ორგანიზმში და შედეგად სახე და კიდურები გიშუპდებათ. ეცადეთ, ძილის წინ მაინც არ მიირთვათ მარილიანი საკვები.
მარილის დღიური ნორმა მოზრდილი ადამიანისთვის 15 გრამია. ამ რაოდენობას შეიცავს სადილი, პური, სანელებლები და სხვადასხვა წასახემსებელი, რომლებსაც დღის განმავლობაში მიირთმევთ.
2. დაიცავთ გულ-სისხლძარღვოვან სისტემას
მარილის ჭარბი მოხმარება აჩქარებს გულისცემას, იმატებს წნევა. თუ არ შეამცირებთ მარილის მოხმარებას, შეიძლება განვითარდეს ინფარქტი.
აკონტროლეთ წნევა. ნუ დაუმატებთ ჭარბად მარილს სადილში.
3. გახდებით
თუ მიირთმევთ გადამუშავებულ საკვებს, თუ იკვებებით ფასტ-ფუდებში, მარილი ორგანიზმში გადაჭარბებული გაქვთ. გამორიცხეთ მავნე საკვები და შეამცირებთ მარილის მოხმარებას და გახდებით.
კონსერვები, დამარილებული ხორცი და თევზი, მარინადები და მწნილები მარილის მოხმარების ლიდერები არიან.
4. თირკმელები და კუჭი გამოჯანმრთელდება
მარილის შემცირებით დაიცავთ თქვენს შინაგან ორგანოებს სერიოზული დაავადებებისგან.
ეცადეთ, შინ მომზადებულ კერძებს მარილი არა ზედმეტად ან ზომიერად, ოდნავ ნაკლებად ჰქონდეს. ასე უფრო კარგად გაიგებთ ინგრედიენტების ნამდვილ გემოს.
5. გაგიუმჯობესდებათ გემო
თუ სწორად და ჯანსაღად იკვებებით, თქვენი ორგანიზმი თქვენი მადლიერი გახდება. შეგეცვლებათ გემოვნური თვისებები. გახსოვდეთ, რომ მარილზე დამოკიდებულება, ისევე, როგორც ალკოჰოლსა და ტკბილეულზე, დამღუპველია თქვენი ჯანმრთელობისთვის.
მარილი აუცილებელა ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. თუმცა მარილზე დამოკიდებულება ნარკოტიკდამოკიდებულებასავითაა, რაც უფრო მეტს მოიხმართ, მით მეტად უახლოვდებით სიკვდილს. ამიტომაცაა, რომ მარილს (შაქარსაც) "თეთრ სიკვდილს" უწოდებენ.
რუსუდან გელაშვილი