ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ქალებს პერიოდულად - გაზაფხულის ამინდებივით უცაბედად ეცვლებათ განწყობა.
მამაკაცები კი მათ „უცნაურ ქცევებს“, როგორც წესი, ქალების ხასიათს მიაწერენ ხოლმე. ხასიათი კი არაფერ შუაშია. როგორც ირკვევა, თავად ქალებიც კი ვერ აკონტროლებენ ქცევის ასეთ რადიკალურ ცვლილებებს. მსგავსი მეტამორფოზები კი, არც მეტი, არც ნაკლები, მენსტრუალური ციკლით რეგულირდება.
მენსტრუალური ციკლის პერიოდს ტყუილად არ უწოდებენ კრიტიკულ დღეებს. ამაზე ბევრჯერ დაწერილა კიდეც. ზოგიერთ ქვეყანაში ქალებს აქვთ უფლება, კრიტიკული დღეების პერიოდში არ გამოცხადდნენ სამსახურში. ასევე, თუ ქალმა დანაშაული ამ პერიოდში ჩაიდინა, სასამართლო აუცილებლად ითვალისწინებს მოცემულ გარემოებას და სასჯელის გამოტანაში შეღავათს უშვებს.
ქალური ჰორმონი - პროგესტერონი, რომელსაც საკვერცხეები გამოიმუშავებს, პასუხისმგებელია განწყობის სტაბილურობაზე. თუ ამ ჰორმონის მაჩვენებელი ნორმაშია, ქალიც თავს მშვიდად გრძნობს. მაგრამ თუ პროგესტერონის მაჩვენებელი დაეცემა, ციკლი მტკივნეულად ჩაივლის. ამას გარდა, ქალებს ხასიათი მკვეთრად ეცვლებათ (თავს იჩენს გაღიზიანება, დეპრესია, შფოთვა და ა.შ.).
მენსტრუალური ციკლი 2 ფაზისგან შედგება: პირველი იწყება მენსტრუაციის დაწყებიდან ციკლის შუა პერიოდამდე, შემდეგ დგება მეორე ფაზა. ასე, რომ, ყველა ჩვენი „გადახრა“ ხასიათსა და გარეგნობაში მეორე ფაზაში ხდება, რომელსაც პრემენსტრუალური პერიოდი ეწოდება.
სწორედ ამ დღეებს ეძახიან კრიტიკულ დღეებს. ამ პერიოდში ქალები ხდებიან გაღიზიანებულები, აგრესიულები, ერღვევათ ძილი, ეწყებათ თავის ტკივილები, დეპრესია და სხვ. კრიტიკული დღეები ქალისთვის ნამდვილი სასჯელია.
განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი მოვლენის დროს. ხასიათის ასეთმა რადიკალურმა ცვლილებამ შეიძლება ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გასაუბრება ჩაშალოს. ქალის ქცევა კრიტიკულ დღეებში ხშირ შემთხვევაში არ ესმით გარშემომყოფებს. საზოგადოება ამას საპატიო მიზეზად ნამდვილად არ იღებს.
როგორ დავძლიოთ კრიტიკული დღეები:
ქალი თავს უნდა გაუფრთხილდეს. ეცადეთ, არ ჩაიცვათ უხერხული და არაკომფორტული ტანისამოსი, რომელიც მუცელს ავიწროებს ან მკერდთან მოგიჭერთ. შეეცადეთ, შეამციროთ სითხისა და მარილის მიღება; ნუ დაიტვირთებით; ნუ ასწევთ სიმძიმეებს; მეტი იძინეთ; მიიღეთ არომატული აბაზანა.
რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ცოცხალი ხილი და ბოსტნეული. წაიკითხეთ წიგნი; უყურეთ ფილმებს; მოუსმინეთ კარგ მუსიკას და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა: მიიღეთ მცენარეული პრეპარატი - ტრანქუილი.
ის დაგეხმარებათ კრიტიკული დღეების დაძლევაში, გაგიუმჯობესებთ ძილს, მოგიხსნით სტრესს და შფოთვას. ტრანქუილის კაფსულა განსაკუთრებული წესით დამუშავებულ ბუნებრივ მცენარეულ ექსტრაქტებს შეიცავს. ის ამშვიდებს ნერვებს, ადუნებს კუნთებს, რითაც მშვიდ ძილს უწყობს ხელს, ასევე, ამცირებს შფოთვას და გაღიზიანებას. კუნელი გულის კუნთს აძლიერებს და გულისცემას არეგულირებს, ძახველი კუნთების სპაზმით გამოწვეულ დისკომფორტს ხსნის, კრაზანა კი გაღიზიანებადობას, შფოთვას და დაძაბულობას ამცირებს.
ძვირფასო ქალბატონებო! შეეცადეთ, აიყვანოთ თავი ხელში და არ იგრძნოთ თავი უხერხულად ცუდი ხასიათის გამო. გახსოვდეთ, რომ თქვენი კარგად ყოფნა მთლიანად თქვენს მხიარულ განწყობაზეა დამოკიდებული. შეიქმენით ის!