როგორ შევიმსუბუქოთ კრიტიკული დღეები
როგორ შევიმსუბუქოთ კრიტიკული დღეები
ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ქალებს პერიოდულად - გაზაფხულის ამინდებივით უცაბედად ეცვლებათ განწყობა. მამაკაცები კი მათ „უცნაურ ქცევებს“, როგორც წესი, ქალების ხასიათს მიაწერენ ხოლმე. ხასიათი კი არაფერ შუაშია. როგორც ირკვევა, თავად ქალებიც კი ვერ აკონტროლებენ ქცევის ასეთ რადიკალურ ცვლილებებს. მსგავსი მეტამორფოზები კი, არც მეტი, არც ნაკლები, მენსტრუალური ციკლით რეგულირდება.

მენსტრუალური ციკლის პერიოდს ტყუილად არ უწოდებენ კრიტიკულ დღეებს. ამაზე ბევრჯერ დაწერილა კიდეც. ზოგიერთ ქვეყანაში ქალებს აქვთ უფლება, კრიტიკული დღეების პერიოდში არ გამოცხადდნენ სამსახურში. ასევე, თუ ქალმა დანაშაული ამ პერიოდში ჩაიდინა, სასამართლო აუცილებლად ითვალისწინებს
მოცემულ გარემოებას და სასჯელის გამოტანაში შეღავათს უშვებს.

Related image
ქალური ჰორმონი - პროგესტერონი, რომელსაც საკვერცხეები გამოიმუშავებს, პასუხისმგებელია განწყობის სტაბილურობაზე. თუ ამ ჰორმონის მაჩვენებელი ნორმაშია, ქალიც თავს მშვიდად გრძნობს. მაგრამ თუ პროგესტერონის მაჩვენებელი დაეცემა, ციკლი მტკივნეულად ჩაივლის. ამას გარდა, ქალებს ხასიათი მკვეთრად ეცვლებათ (თავს იჩენს გაღიზიანება, დეპრესია, შფოთვა და ა.შ.).

Related image
მენსტრუალური ციკლი 2 ფაზისგან შედგება: პირველი იწყება მენსტრუაციის დაწყებიდან ციკლის შუა პერიოდამდე, შემდეგ დგება მეორე ფაზა. ასე, რომ, ყველა ჩვენი „გადახრა“ ხასიათსა და გარეგნობაში მეორე ფაზაში ხდება, რომელსაც პრემენსტრუალური პერიოდი ეწოდება.

სწორედ ამ დღეებს ეძახიან კრიტიკულ დღეებს. ამ პერიოდში ქალები ხდებიან გაღიზიანებულები, აგრესიულები, ერღვევათ ძილი, ეწყებათ თავის ტკივილები, დეპრესია და სხვ. კრიტიკული დღეები ქალისთვის ნამდვილი სასჯელია.


განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი მოვლენის დროს. ხასიათის ასეთმა რადიკალურმა ცვლილებამ შეიძლება ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გასაუბრება ჩაშალოს. ქალის ქცევა კრიტიკულ დღეებში ხშირ შემთხვევაში არ ესმით გარშემომყოფებს. საზოგადოება ამას საპატიო მიზეზად ნამდვილად არ იღებს.

Image result for критические дни gif

როგორ დავძლიოთ კრიტიკული დღეები:

ქალი თავს უნდა გაუფრთხილდეს. ეცადეთ, არ ჩაიცვათ უხერხული და არაკომფორტული ტანისამოსი, რომელიც მუცელს ავიწროებს ან მკერდთან მოგიჭერთ. შეეცადეთ, შეამციროთ სითხისა და მარილის მიღება; ნუ დაიტვირთებით; ნუ ასწევთ სიმძიმეებს; მეტი იძინეთ; მიიღეთ არომატული აბაზანა.


რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ცოცხალი ხილი და ბოსტნეული. წაიკითხეთ წიგნი; უყურეთ ფილმებს; მოუსმინეთ კარგ მუსიკას და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა: მიიღეთ მცენარეული პრეპარატი - ტრანქუილი.

ის დაგეხმარებათ კრიტიკული დღეების დაძლევაში, გაგიუმჯობესებთ ძილს, მოგიხსნით სტრესს და შფოთვას. ტრანქუილის კაფსულა განსაკუთრებული წესით დამუშავებულ ბუნებრივ მცენარეულ ექსტრაქტებს შეიცავს. ის ამშვიდებს ნერვებს, ადუნებს კუნთებს, რითაც მშვიდ ძილს უწყობს ხელს, ასევე, ამცირებს შფოთვას და გაღიზიანებას. კუნელი გულის კუნთს აძლიერებს და გულისცემას არეგულირებს, ძახველი კუნთების სპაზმით გამოწვეულ დისკომფორტს ხსნის, კრაზანა კი გაღიზიანებადობას, შფოთვას და დაძაბულობას ამცირებს.


ძვირფასო ქალბატონებო! შეეცადეთ, აიყვანოთ თავი ხელში და არ იგრძნოთ თავი უხერხულად ცუდი ხასიათის გამო. გახსოვდეთ, რომ თქვენი კარგად ყოფნა მთლიანად თქვენს მხიარულ განწყობაზეა დამოკიდებული. შეიქმენით ის!










კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
 გამთენიისას ადგომა - ეს რეალურია! 10 ნაბიჯი დილის რეჟიმში გადასასვლელად
11:46 / 23-04-2018
დილით გაღვიძება გიჭირთ? ნახეთ 10 ნაბიჯი ჩვენს ვიდეოში, რომელიც დილის რეჟიმში გადასასვლელად დაგეხმარებათ.
თბილი წყალი უნდა დალიო თუ ცივი? გააკეთე სწორი არჩევანი და ნახავ, რა მოუვა შენს ორგანიზმს (ვიდეო)
10:11 / 23-04-2018
ზაფხული ახლოვდება და მაცივრების წყლის ბოთლებით ავსებაც დავიწყეთ, თუმცა გვავიწყდება, რომ ცივი წყალი არც ისე კარგია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
რა მოუვა ორგანიზმს, თუ მარილს შეამცირებთ
14:03 / 20-04-2018
როგორც წესი, მარილს იმაზე მეტს მოვიხმართ, ვიდრე ეს ჩვენს ორგანიზმს სჭირდება. შედეგად ვითარდება კუჭის პრობლემები, სახისა და კიდურების შეშუპება, შეიძლება წარმოიქმნას გულისა და თირკმელების პრობლემები.
რომელ პოზაში უნდა გვეძინოს, რათა განვიკურნოთ სხვადასხვა დაავადებისგან? (+ინფოგრაფიკა)
13:49 / 19-04-2018
ბევრ ადამიანს არ ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ღამე კარგად გამოძინება. საქმე აქ არა მხოლოდ ძილის დროს ეხება, არამედ ხარისხსაც.
5 პროდუქტი, რომელიც გაზაფხულზე დავარდნილი ჰემოგლობინის დონეს დაასტაბილურებს
11:42 / 17-04-2018
სიცოცხლის საწყისად მიჩნეული გაზაფხული ჩვენს ორგანიზმს არაერთ გამოცდას უწყობს, რაც სხვადასხვაგვარი სისუსტით გამოიხატება.
10 რამ, რაც თქვენი ბავშვის პირის ღრუს შესახებ არ იცით
11:19 / 17-04-2018
საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ბავშვის სარძევე კბილებს მოვლა არ სჭირდება და არც ისეთ ჩვევებს აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, როგორც თითის ან მატყუარას ხანგრძლივი წოვა, ხვრინვა, სარძევე კბილების არასწორი თანკბილვა ან ნაადრევი ამოღებაა.
ცისტიტის გამომწვევი მიზეზები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
10:03 / 17-04-2018
ხშირი, მტკივნეული შარდვა, ტკივილი, წვა - ეს ცისტიტია, რომელიც უფრო ხშირად ქალებს ემართებათ. სტატისტიკის თანახმად, ქალების 35% იტანჯება ცისტიტით.
8 დამაჯერებელი მიზეზი, თუ რატომ უნდა დავღეჭოთ მიხაკი
13:26 / 09-04-2018
საუბარია მშრალ მიხაკზე, სანელებელზე, რომელიც ყველა სამზარეულოში მოიძებნება. იცით, რომ არომატის გარდა, მას სამკურნალო თვისებებიც აქვს?
 დიეტოლოგებმა ყველაზე საშიში სასმელი დაასახელეს
13:26 / 08-04-2018
ყველასთავის საყვარელი სასმელი - შოკოლადის მილკშეიკი შეიძლება ნამდვილი ბომბა გახდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი