გაზაფხული ავიტამინოზის სეზონია. შეიძლება არ იცოდეთ, კონკრეტულად რა ვიტამინი გაკლიათ, მაგრამ მინიშნებები უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.
თუ თვალები გიწითლდებათ - B ან B 6 ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებს.
რა შეიცავს: მიირთვით რძის პროდუქტები, თევზი, ძროხის ხორცი, ავოკადო, ნიგოზი, ნუში, კომბოსტო, ვაშლი, შვრიის ფანტელი. ორგანიზმმა დღიური ნორმა რომ მიიღოს, მიირთვით 200 გრამი სკუმბრია ან 2 ნაჭერი პარმეზანი.
კუნთის კრუნჩხვა - მაგნიუმის ნაკლებობაზე მიუთითებს.
რა შეიცავს: დაღერღილმარცვლიანი პური, მაკარონი, ყავისფერი ბრინჯი, ჩირი, სოკო, თხილი, კაკაო. ეცადეთ, ერთად არ მიიღოთ მაგნიუმისა და კალციუმის შემცველი პროდუქტები. ეს უკანასკნელი ხელს უშლის მაგნიუმის ათვისებას.
მშრალი და გაღიზიანებული კანი - A ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებს.
რა შეიცავს: ცხიმიანი თევზი, კვერცხი, ისპანახი, კომბოსტო, ხილი და ბოსტნეული. ტკბილი წიწაკა. დღიური ნორმაა ნახევარი სტაფილო ან ტკბილი წიწაკა.
სილურჯე უმნიშვნელო ტრავმაზე - ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებს.
რა შეიცავს: ციტრუსები, ბროკოლი, კივი, წითელი ფერის ბოსტნეული და კენკრა. დღიურ ნორმას შეიცავს 1 ცალი ვაშლი, 2 ცალი კივი ამ ნახევარი ჭიქა ფორთოხლის წვენი.
თუ გეყინებათ კიდურები - სელენის ნაკლებობაზე მიუთითებს.
რა შეიცავს: თხილეული, მზესუმზირისა და გოგრის თესლი, თევზი, ზღვის პროდუქტები. დღის ნორმის შესავსებად უნდა მიირთვათ 150-200 გრამი თევზი.
სტრესთან გაუმკლავდება - B ჯგუფის ვიტამინებისა და მაგნიუმის ნაკლებობაზე მიუთითებს.
რა შეიცავს: კვერცხი, ღვიძლი, შვრიის ფანტელი, წიწიბურა, პარკოსნები, თხილი, ზღვის კომბოსტო, კამა, ოხრახუში, შავი შოკოლადი, ბანანი, მარწყვი.
რუსუდან გელაშვილი
ავადმყოფობის 13 მინიშნება, რომელიც სახეზე გაწერიათ