ექიმების აზრით, ზამთარში ავად გახდომა ჩვეულებრივი მოვლენაა. ბუნებაში 200 რესპირატორული ვირუსი არსებობს, ისინი კი ხშირად აზიანებენ ორგანიზმს.
აი, რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ხშირად ავადდებით.
- ალბათ, გსმენიათ "ცე" ვიტამინის შესახებ. ციტრუსებით უნდა გაამდიდროთ რაციონი. აგრეთვე, ქაცვით, ტკბილი წიწაკით, შავი მოცხარით. გარდა ამისა, დაავადებასთან საბრძოლველად "დე" ვიტამინიც უნდა მიიღოთ, რომლითაც მდიდარი თევზი და ზღვის პროდუქტები. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მზიან ამინდში.
- მოისროლეთ ანტიბაქტერიული საპონი და ხელების საწმენდი საშუალება. ისინი ტრიკლოზანს შეიცავს - ნივთიერებას, რომლებიც ანადგურებენ დამცავი ბარიერის შემქმნელ ბატერიებს. შედეგად, ინფექცია ადვილად აღწევს ორგანიზმში.
- თუ ექიმმა არ გამოგიწერათ, თავად ნუ მიიღებთ ვიტამინებს და იმუნიტეტის ასამაღლებელ ნივთიერებებს. უმჯობესია, რაციონი ხილითა და ბოსტნეულით გაამდიდროთ.
- გამოიძინეთ და არ ინერვიულოთ. სტრესი ნეგატიურად მოქმედებს მთელი ორგანიზმის მუშაობაზე და ასუსტებს იმუნიტეტს. უმჯობესია, დღეში 6-8 საათი გეძინოთ, 23-დან 7 საათამდე. თუ უძილობა გახშირდა, მიაკითხეთ ექიმს.
- ნუ უგულებელყოფთ დაავადებებს, მაგალითად, კარიესს. ორგანიზმი აღდგენას ცდილობს, მასზე ძალებს ხარჯავს და იმუნიტეტიც ქვეითდება. მუდმივად აკონტროლეთ ჯანმრთელობა.