ჩვენ სხვადასხვა ვიტამინზე დიდ თანხებს ვხარჯავთ, ვეძებთ იმუნიტეტის გაუმჯობესების გზებს და ხშირად ვერ ვამჩნევთ იმას, რაც ამისთვის თავად ბუნებამ გვაჩუქა. თაფლი - საოცარი პროდუქტია, რომელიც სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით გამოიყენება. გარდა ამისა, ამ ტკბილეულის მიღება დიაბეტით დაავადებულებსაც შეუძლიათ.
დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, თუ რა მოუვა თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად თაფლს მიიღებთ. მხოლოდ შეიძინეთ ნატურალური თაფლი მეფუტკრეებთან, რათა დარწმუნებული იყოთ მის ხარისხში.
თაფლის სარგებელი ორგანიზმისთვის
სუფთა კანი
თაფლი ძლიერი ანტიოქსიდანტია. მას ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებები გამოჰყავს, რომლებიც ხშირად ფორების დახშობას იწვევს, რასაც კანის ნაადრევი დაბერება მოსდევს. გარდა თაფლის მიღებისა, შეგიძლიათ მოამზადოთ თაფლის ნიღბებიც. სახე გლუვი და ხავერდოვანი ხდება.
წონაში დაკლება
როგორც ცნობილია, ზედმეტი კილოგრამების მოცილების პროცესში არ უნდა მიირთვა ტკბილეულობა, მაგრამ თაფლი არა მხოლოდ არ არის აკრძალული, არამედ რეკომენდებულიცაა. ის აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, რის გამოც ზედმეტი წონა უფრო ჩქარა ქრება.
ქოლესტერინის დარეგულირება
საინტერესოა, რომ თავად თაფლი არ შეიცავს ქოლესტერინს, მაგრამ შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინის დონის შემცირებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თაფლის ყოველდღიურად მიღება ზემოქმედებს ორგანიზმში ანტიოქსიდანტურ მინარევებზე, რაც თავის მხრივ, ებრძვის ქოლესტერინის დონეს.
ჯანმრთელი სისხლძარღვები
თაფლის ყოველდღიური მიღება ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ეწინააღმდეგება არტერიების შევიწროებასა და თრომბების წარმოქმნას.
კარგი მეხსიერება
დამტკიცებულია, რომ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ თაფლს, უკეთესი მეხსიერება აქვთ. ასევე, ძალიან დაბალია შანსი სიბერეში სკლეროზის ალბათობისა. თაფლში შემავალ კალციუმს ადვილად ითვისებს ტვინი და კარგად ზემოქმედებს მის მუშაობაზე.
ჯანსაღი ძილი
ჯანსაღი ძილი სილამაზისა და ჯანმრთელობის საწინდარია. თაფლი ხელს უწყობს სეროტონინის გამომუშავებას, რომელსაც ორგანიზმი მელატონინად აქცევს - ჰორმონად, რომელიც ხელს უწყობს სწრაფად ჩაძინებას. ასე რომ, მიიღეთ ძილის წინ კოვზი თაფლი და მშვიდი დასვენება გარანტირებულია.
კუჭ-ნაწლავის სისტემის მწყობრში მოყვანა
რეკომენდებულია უზმოზე კოვზი თაფლის მიღება, რათა გაუმჯობესდეს საჭმლის მონელების პროცესი. ასეთი მარტივი რიტუალი დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების წარმოშობა. გარდა ამისა, თაფლი სპობს მიკრობებს, ახორცებს ჭრილობებს კუჭის ლორწოვან გარსზე.
ანტიდეპრესანტი
გლუკოზა, რომელსაც ეს პროდუქტი შეიცავს, საჭიროა ნეირონებისთვის. მას სისხლი სწრაფად შეიწოვს, რაც ხელს უწყობს მოდუნებას, კრუნჩხვების შემცირებასა და ფსიქოლოგიური აშლილობების მკურნალობას.
ასევე იხილეთ:
რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ხურმას ჭამთ?