საუკეთესო მეთოდი, გახადოთ იმუნური სისტემა დაუმარცხებელი - უნიკალური პასტა ექიმ ამოსოვის რეცეპტით!
საუკეთესო მეთოდი, გახადოთ იმუნური სისტემა დაუმარცხებელი - უნიკალური პასტა ექიმ ამოსოვის რეცეპტით!
პასტა ექიმი ამოსოვის რეცეპტით - ეს უნიკალური საავტორო ქმნილებაა, რომელიც საოცრად სასარგებლოა გულისა და იმუნური სისტემისთვის.

ნიკოლაი ამოსოვი კარდიოქირურგი და აკადემიკოსია, რომელიც ცნობილია არამხოლოდ საკუთარი პროფესიონალიზმით.
საკუთარ პაციენტებს ამოსოვი უამრავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რჩევებს აძლევდა როგორც ფიზიკური აქტივობის, ასევე ჯანმრთელი კვების მხრივ.
მან შექმნა უნიკალური პასტის რეცეპტი, რომელიც კვებავს გულის კუნთს,
ამაგრებს მის კედლებს და სისხლძარღვებს. ასევე, ამაღლებს იმუნიტეტს.
პასტა იმ ვიტამინების, ანტიოქსიდანტების და მიკროელემენტების წყაროა, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია გულისა და მთლიანად ორგანიზმისთვის.


რატომ უნდა მივიღოთ ამოსოვის პასტა?

აი, ის არასრული ჩამონათვალი, რისთვისაც სასარგებლოა ეს პასტა:
ამაღლებს იმუნიტეტს;
ამაგრებს გულისა და სისხლძარღვების სისტემას.
არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, კვებავს გულს და სხვა ორგანოებს ჟანგბადით.
აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება და ათეროსკლეროზის შესანიშნავი პროფილაქტიკაა.
შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინს C, რომელიც ეხმარება ორგანიზმს რკინის შეთვისებაში.


ამოსოვის პასტის რეცეპტი:


ინგრედიენტები:

კურაგა 250 გ
ქიშმიში (მუქი) 250 გ
შავი ქლიავის ჩირი 250 გ
ლეღვის ჩირი 250 გ
ნიგოზი 1 ჭიქა
ლიმონი 1 ცალი
ნატურალური თაფლი 250 გ

მომზადება:

გარეცხეთ ჩირები, შეამშრალეთ და გაატარეთ ხორცსაკეპში ან დააბლენდერეთ.
გაარჩიეთ ნიგოზი და დაჭერით ბასრი დანით წვრილად ან დაფქვით ბლენდერში.
ლიმონი გარეცხეთ, დაჭერით, ამოაცალეთ კურკები და გაატარეთ ან ისიც დააბლენდერეთ.
ყველა ინგრედიენტი ერთად მოათავსეთ, დაასხით თაფლი და კარგად აურიეთ.
გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და მოათავსეთ მაცივარში. ინახება რამდენიმე თვე.

როგორ მივიღოთ ამოსოვის პასტა?

შეგიძლიათ მიიღოთ უზმოზე ან ჭამის შემდეგ (რათა არ გააღიზიანოთ კუჭი) თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ. ბავშვებს (ასაკის მიხედვით) - თითო ჩაის ან დესერტის კოვზი.

კურსი უმჯობესია ჩაიტაროთ წელიწადში 2-ჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. განსაკუთრებულად სასარგებლო ამოსოვის პასტა გაზაფხულზეა, როცა ვიტამინების დეფიციტია და შემოდგომაზე, რადგან ორგანიზმს ზამთრისთვის გაკაჟება სჭირდება.


კომენტარები (2)
ფოთოლა
ძალიან სასარგებლოა,მე ვუკეთებ ჩემს პატარებს.
მაია
ნიგოზი და ქიშმიში დაფქული , არეული თაფლთან ერთად კარგია,დედა ამას ყოველთვის კვიკეთებს,ძალიან სასარგებლოა.

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ნაკადი, რომელიც ზღვაში მოულოდნელად შეგითრევთ - რა უნდა ვიცოდეთ, რომ არ დავიხრჩოთ
11:14 / 20-07-2018
ყო­ველ­წლი­უ­რად აშშ-ში 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი „მტა­ცე­ბე­ლი დი­ნე­ბის“ (Rip Current) მსხვერ­პლი ხდე­ბა.
როგორ ვებრძოლოთ მწერებს ზაფხულში
13:08 / 19-07-2018
ჭიანჭველა - თუ ბინაში, აგარაკზე ჭიანჭველები გაჩნდნენ, იატაკზე, სადაც ისინი გროვდებიან, კიტრის კანები დაალაგეთ.
რისი ნიშანია სინამდვილეში თეთრი ლაქები ფრჩხილებზე - ბავშვობის მითი მოულოდნელი საჩუქრის შესახებ დაინგრა
13:34 / 18-07-2018
საღი გონებით თუ ვიმსჯელებთ, მკურნალობა მაშინ კი არ უნდა დავიწყოთ, როდესაც რაიმე აგვტკივდება, არამედ პირველივე სიმპტომების დროს.
5 ფაქტი თქვენი სისხლის ჯგუფზე, რაც ყველამ უნდა იცოდეს, მაგრამ არავინ იცის
21:43 / 16-07-2018
სულ 4 ჯგუფის სისხლი არსებობს, რასაც ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანსა და მის ორგანიზმზე.
რატომ უნდა მივირთვათ ქაცვი - ნარინჯისფერი "სასწაული"
16:08 / 16-07-2018
ქაცვი, ბიოქიმიური შემადგენლობით, უნიკალური მცენარეა. ნაყოფი შეიცავს 4%-მდე ორგანულ მჟავებს, 7%-მდე შაქარს, ფლავონოიდებსა და მთრიმლავ ნივთიერებებს, 5%-მდე ცხიმს, ხოლო თესლი - 8-12%-მდე.
12 ნიშანი იმისა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეიმოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი
13:15 / 16-07-2018
უმეტესობას არ გვაქვს იმის ჩვევა, ყური მივუგდოთ ჩვენს ორგანიზმს. ექიმთან მხოლოდ მაშინ მივდივართ, როცა უკვე ისე გვაწუხებს რაღაც, რომ ვერ ვუძლებთ. არადა, ჯანმრთელობასთან ხუმრობა არ შეიძლება.
რატომ არ შეიძლება შიშველ ფეხზე ფეხსაცმლის ჩაცმა (საქმე მხოლოდ სუნში არ არის...)
12:08 / 12-07-2018
ამას ბევრი აკეთებს. ტრენდი - ფეხსაცმლის შიშველ ფეხზე ჩაცმა, უკვე რამდენიმე წელია არსებობს. არა მარტო ქალის, არამედ მამაკაცის მოდაში.
მამაკაცები, რომლებსაც უშვილობის პრობლემა აქვთ, ვალდებულები არიან, მიირთვან კაკალი - აი, რატომ
20:41 / 09-07-2018
ყოველი მეშვიდე წყვილი ჩასახვასთან დაკავშირებულ პრობლემას განიცდის, 40-50%-ის შემთხვევაში კი წყვილებში უნაყოფობა მამაკაცთანაა დაკავშირებული.
დაიმასაჟეთ თითი დღეში 1 წუთის განმავლობაში და ნახეთ, რა ცვლილებები მოხდება თქვენს სხეულში
14:17 / 09-07-2018
ჩინური მედიცინა საუკუნეების მანძილზე სწავლობს თითებზე არსებული ენერგეტიკული წერტილების რეაქციას სხეულზე.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31