მიუხედავად იმისა, რომ მკერდის კიბო ქალებს შორის ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური პათოლოგიაა, დაავადების ნაადრევ სტადიაზე დროული თერაპიის დაწყებით, ქალების უმეტესობა ამარცხებს მას. უბრალოდ, უნდა დარწმუნდეთ, რომ არაფერი გემუქრებათ.
ჩვენ მოგითხრობთ სარძევე ჯირკვლის თვითგამოკვლევის წესების შესახებ, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს.
რეკომენდებულია, სარძევე ჯირკვლის თვითგამოკვლევა თვეში ერთხელ ჩაიტაროთ, ციკლის დაწყებიდან 6-8 დღის შემდეგ. მენოპაუზის პერიოდში - ასევე, თვეში ერთხელ, სასურველია, აირჩიოთ გარკვეული დღე ან რიცხვი.
ნაბიჯი 1
დააკვირდით თეთრეულს: ბიუსტჰალტერზე შეხედეთ იმ ადგილებს, სადაც ის ძუძუს თავებს ეხება. თუ ლაქები შენიშნეთ, ეს შეიძლება სარძევე ჯირკვლის გამონადენზე მიუთითებდეს.
ნაბიჯი 2
გაშიშვლდით წელზემოთ და დადექით სარკის წინ, ხელები კეფაზე დაიდეთ. დააკვირდით სარძევე ჯირკვლების ფორმასა და სიმეტრიულობას, კანს და დარწმუნდით, რომ მასზე აღინიშნება ლიმონის ქერქის მსგავსი ადგილები, სიწითლე და სხვა დეფექტები.
მკერდის ასიმეტრია ყოველთვის არ მოწმობს პათოლოგიურ პროცესებზე. ბუნებაში სიმეტრია არ არსებობს, ეს ნორმალურია. მაგრამ თუკი ის პროგრესირებს, ამას სათანადო და დროული ყურადღება უნდა მიაქციოთ.
ნაბიჯი 3
მორიგეობით მოუჭირეთ მარცხენა და მარჯვენა ძუძუს თავებს საჩვენებელი და დიდი თითებით. თუ სითხე გამოიყოფა, მიაქციეთ ყურადღება მის თვისებებს ( რძიანი, ჩირქოვანი, სისხლიანი).
ნაბიჯი 4
დაწექით ზურგზე და მოდუნდით. მკერდის ქვეშ ამოიდეთ დახვეული პირსახოცი. მარცხენა ხელის 3-4 თითის მეშვეობით წრიული მოძრაობებით გაისინჯეთ მარჯვენა ძუძუს ყოველი სანტიმეტრი. დარწმუნდით, რომ არ გაქვთ პქათოლოგიური ცვლილებები. იმავენაირად შეამოწმეთ მარცხენა ძუძუც.
ნაბიჯი 5
თითებით შეამოწმეთ იღლიის ირგვლივ ლიმფური კვანძები. მიაქციეთ ყურადღება მტკივნეულ გამყარებებს, კვანძების გადიდებას, შეშუპებასა და კანის სიწითლეს. ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
ნაბიჯი 6
შესაძლებელია და აუცილებელი სარძევე ჯირკვლების სააბაზანოს ქვეშ გამოკვლევა. საპნიანი თითებით ხანდახან უფრო იოლია პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენა.
ასევე იხილეთ:
მკერდის კიბოს გამომწვევი ორი ყველაზე შემაშფოთებელი მიზეზი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს ყველა ქალმა