ყველასათვის ცნობილია, თუ როგორი მნიშვნელოვანია კარგად გამოძინება. მაგრამ ცხოვრების თანამედროვე გიჟური რიტმის გამო პლანეტაზე ძილის საშუალო ხანგრძლივობა 8-9 საათიდან 6-7-მდე დაეცა.
ჩვენ მთელი დღე დატვირთულნი ვართ და ორგანიზმისთვის აუცილებელია გარკვეული დრო ძალების აღსადგენად. თუ კარგად ვერ გამოვიძინებთ, რა თქმა უნდა, თავს ცუდად ვიგრძნობთ. ზოგიერთი ფიქრობს, ფინჯანი ყავით გამოასწოროს სიტუაცია, თუმცა ეს მხოლოდ დროებით გვეხმარება.
უამრავი ფაქტორი არსებობს, რომელიც ზეგავლენას ახდენს ხარისხიან ძილზე: მთელი დღის განმავლობაში მიღებული სტრესი, სხვადასხვა გაჯეტის ხაგრძლივი მოხმარება და სხვა. უამრავი ადამიანი ცდილობს, უძილობას მედიკამენტებით გაუმკლავდეს, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა და ხშირ შემთხვევაში მიჩვევასაც იწვევს. უმჯობესია გამოვიყენოთ საშუალებები, რითაც დედაბუნებამ უხვად დაგვაჯილდოვა.
ორი ინგრედიენტისგან შემდგარი მარტივი საშუალება დაგვეხმარება გავიუმჯობესოთ ძილი და განვიტვირთოთ.
ამისათვის საჭიროა:
- 5 კოვზი თაფლი
- 1 კოვზი ჰიმალაური მარილი
მოურიეთ ეს ორი ინგრედიენტი და მოათავსეთ მინის ჭურჭელში. ყოველი ძილის წინ მიღებული მასის ერთი კოვზი ენის ქვეშ ჩაიდეთ.
მარილი და თაფლი
ჰიმალაური მარილი 80-მდე მინერალსა და ელემენტს შეიცავს, რომლებიც მძიმე დღის შემდეგ სხეულის აღსადგენად არის საჭირო. თაფლი კი შეიცავს გლუკოზას, რომელიც ორგანიზმს ენერგიით კვებავს.
ჰიმალაური მარილისა და თაფლის ნაზავი სეროტონინის (ნივთიერება, რომლის დონეც ემოციური სტრესების გამო ეცემა) დონეს ამაღლებს. ამ მარტივი საშუალების დახმარებით შესაძლებელია დაძაბულობის მოხსნა და ძილის ხარისხის გაუმჯობესება.
გასინჯეთ ეს ბუნებრივი წამალი და მალევე იგრძნობთ თავს შესანიშნავად!