მიიღეთ ორი ინგრედიენტისგან შემდგარი საშუალება, რათა დილიდანვე კარგ ხასიათზე იგრძნოთ თავი
მიიღეთ ორი ინგრედიენტისგან შემდგარი საშუალება, რათა დილიდანვე კარგ ხასიათზე იგრძნოთ თავი
ყველასათვის ცნობილია, თუ როგორი მნიშვნელოვანია კარგად გამოძინება. მაგრამ ცხოვრების თანამედროვე გიჟური რიტმის გამო პლანეტაზე ძილის საშუალო ხანგრძლივობა 8-9 საათიდან 6-7-მდე დაეცა.

ჩვენ მთელი დღე დატვირთულნი ვართ და ორგანიზმისთვის აუცილებელია გარკვეული დრო ძალების აღსადგენად. თუ კარგად ვერ გამოვიძინებთ, რა თქმა უნდა, თავს ცუდად ვიგრძნობთ. ზოგიერთი ფიქრობს, ფინჯანი ყავით გამოასწოროს სიტუაცია, თუმცა
ეს მხოლოდ დროებით გვეხმარება.

უამრავი ფაქტორი არსებობს, რომელიც ზეგავლენას ახდენს ხარისხიან ძილზე: მთელი დღის განმავლობაში მიღებული სტრესი, სხვადასხვა გაჯეტის ხაგრძლივი მოხმარება და სხვა. უამრავი ადამიანი ცდილობს, უძილობას მედიკამენტებით გაუმკლავდეს, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა და ხშირ შემთხვევაში მიჩვევასაც იწვევს. უმჯობესია გამოვიყენოთ საშუალებები, რითაც დედაბუნებამ უხვად დაგვაჯილდოვა.

ორი ინგრედიენტისგან შემდგარი მარტივი საშუალება დაგვეხმარება გავიუმჯობესოთ ძილი და განვიტვირთოთ.

ამისათვის საჭიროა:


5 კოვზი თაფლი
1 კოვზი ჰიმალაური მარილი

მოურიეთ ეს ორი ინგრედიენტი და მოათავსეთ მინის ჭურჭელში. ყოველი ძილის წინ მიღებული მასის ერთი კოვზი ენის ქვეშ ჩაიდეთ.

მარილი და თაფლი

ჰიმალაური მარილი 80-მდე მინერალსა და ელემენტს შეიცავს, რომლებიც მძიმე დღის შემდეგ სხეულის აღსადგენად არის საჭირო. თაფლი კი შეიცავს გლუკოზას, რომელიც ორგანიზმს ენერგიით კვებავს.

ჰიმალაური მარილისა და თაფლის ნაზავი სეროტონინის (ნივთიერება, რომლის დონეც ემოციური სტრესების გამო ეცემა) დონეს ამაღლებს. ამ მარტივი საშუალების დახმარებით შესაძლებელია დაძაბულობის მოხსნა და ძილის ხარისხის გაუმჯობესება.
გასინჯეთ ეს ბუნებრივი წამალი და მალევე იგრძნობთ თავს შესანიშნავად!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 11 /
თამარი
ჰიმალაის მარილი ვარდისპერია . ლამპებსაც აკეტებენ მისგან ჰაერსს ასუპტავებს ასევევ ავ ტვალისგანაც იცავსს სახლსს .კარპურში შეიდლება იყოსს გაყიდვაში ჰიმალაიური მარილი. მარილი საერტოდ სამკურნალოაა მარილის აბაზანები სახსრებისტვისს მისწრებააა არომატულ ეტერზეტებიტ შეზავებული. ისე სიპრტხილიტ მოეკიდეტ მაღალ-წნევიანებმა და დიაბეტიანებმა ამ მარილ-ტაპლ ნაზავსსს.
07:30 / 25-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ემიგრანტი.საბერძნეთი
აქ ჰიმალაის მარილი ყველაზე იაფი ღირს,4ევრო კილო...არსებობს უფრო ძვირიანებიც,მაგ...ჰავაის წითელი მარილი და ინდოეთის შავი მარილი,რომელიც 55ევრო ღირს კილო.100გრამობით ყიდულობს ხალი ამ მარილებს, შეიცავს მინერალებს და ძვლებისთვის საჭირო ნივთიერებებს, იმედია იყიდება საქართველოშიც.
18:22 / 10-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31