ალბათ, იშვიათად შეხვდებით ისეთ ადამიანს, რომელიც კმაყოფილია თავისი წონითა და სხეულის ფორმებით.
სამუშაო რუტინა, ძილის დარღვევა, არაჯანსაღი კვება - ეს ყველაფერი ხშირად უარყოფითად მოქმედებს ჩვენს გარეგნობაზე. ასეთ გარემოში რთულია, აკონტროლო წონა, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიეტის დაცვა არ შეგიძლია.
დიეტა შეიძლება იყოს გამოსავალი მაშინ, როცა წონის დაკლება რაიმე კონკრეტული შემთხვევისთვის გსურს, არ გაღელვებს ორმაგად მომატებული კილოგრამები და მთელი რიგი უკუჩვენებები, რომლებიც მას ყოველთვის თან ახლავს.
გამოსავალი ვარჯიშშია:
ვარჯიშის დადებით ეფექტზე ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მას რამდენიმე ძირითადი უპირატესობა აქვს:
• იკლებთ სწრაფად.
• ინარჩუნებთ წონას დიდი ხნით.
• გიყალიბებთ სასურველ ფორმებს.
• განიჭებთ ენერგიას.
• გიუმჯობესებთ მეხსიერებას.
• ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემას მუშაობაში.
ვარჯიში, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მხოლოდ ფიტნესს. ამ მხრივ, არჩევანი საკმაოდ დიდია. ერთ-ერთი უნიკალური ვარჯიშის სახეობა არის პილატესი. ეს ვარჯიში არის მათთვის, ვისაც წონის სწრაფად დაკლება და სხეულის ფორმების გაუმჯობესება სურს. პილატესით საათში საშუალოდ 120 კალორიის დაწვაა შესაძლებელი. მისი ეფექტურობა კი გამომდინარეობს ვარჯიშის მრავალფეროვნებიდან.
ზუმბა
ზუმბა - ეს არის მეთოდი, რომლითაც ისწავლით ვარჯიშსაც და ცეკვასაც. დიახ, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ზუმბა არის ვარჯიში ცეკვით. ამ ტიპის ვარჯიშის მთავარი უპირატესობა არის სხეულის აბსოლუტურად ყველა ნაწილის ჩართულობა. ზუმბა, თავის მხრივ, მოიცავს აერობიკის დეტალებს. ეს ვარჯიში დაგეხმარებათ, დაიკლოთ წონაში მალე, გახდეთ უფრო მოქნილები და მიიღოთ პოზიტიური ენერგია. თუ ზუმბას დღეში 1 საათს დაუთმობთ, 500 კალორიაც რომ მიიღოთ, კვირაში მინიმუმ 1 კილოს დაიკლებთ.
იოგა
იოგა ვარჯიშის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახეობაა. ის მე-11 საუკუნიდან ინარჩუნებს პოპულარობას. ამის საიდუმლო კი მის ეფექტურობაშია. თუ გსურთ დამღლელი რუტინის შემდეგ დასვენება, ამასთან ერთად კი, ფორმაში ჩადგომა, იოგა თქვენთვისაა. ის დაგეხმარებათ, აღიდგინოთ ენერგია, კონცენტრირდეთ მხოლოდ დადებითზე და იპოვოთ სულიერი სიმშვიდე. არსებობს იოგის ათობით პოზა, რომელიც მიმართულია წონის დაკლებისკენ. საბედნიეროდ, იოგა ჩვენს ქვეყანაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მარტივად შეძლებთ შესაბამისი პროგრამის პოვნას.