წონაში დასაკლები ვახშმის 4 წესი:
- დიეტური ვახშამი უნდა იყოს აუცილებლად ცივი. აქ მნიშვნელობა აქვს არა იმას, როგორ ჭამთ, არამედ იმას - რას ჭამთ. უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ სალათებს, ჩათუთქულ ბოსტნეულს, ორთქლზე მოხარშულ თევზს ან ქათმის ხორცს.
- საღამოს უარი თქვით ხილზე. მისი ჭამა დღის საათებში ჯობია. ბანანი, ვაშლი, ფორთოხალი – საუზმესა და სადილის დესერტად მიირთვით. ამ ხილის ნაყოფში ბევრი ისეთი ნივთიერებაა, რომლებიც ორგანიზმს ტონუსში ამყოფებს მთელი დღის განმავლობაში.
- სპაგეტი – შეუდარებელი დიეტური ვახშამია. მან, ვინც დიეტაზე არის, უარი უნდა თქვას ნაღების სოუსსა და მაიონეზზე და ეს კალორიული სოუსები ჩაანაცვლოს ტომატით.
- 6 საათის შემდეგ ჭამა შეგიძლიათ. 6-ის მერე ჭამა მხოლოდ მათთვის არ არის რეკომენდებული, ვინც 9 საათზე იძინებს. მათთვის კი, ვინც შუაღამისას წვება დასაძინებლად, შიმშილი, პირიქით, კატეგორიულად არ არის რეკომენდებული. გაითვალისწინეთ ერთი რამ – დაძინებამდე 3 საათით ადრე მიირთვით, შემდეგ აღარ.