error
  • JFTP::mkdir: Bad response
დანიელ იაკუბოვიჩის დიეტა "დიდი საუზმე" - 10 კილოგრამი
დანიელ იაკუბოვიჩის დიეტა "დიდი საუზმე" - 10 კილოგრამი
მიზანი: კალორიების დღიური ნორმის მაქსიმუმი საუზმეზე უნდა მიიღოთ. ეს ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დაჩქარებას და გახდომას.

მიდგომა:

დანიელ იაკუბოვიჩი, ავტორი წიგნისა The Big Bre­ak­fast Di­et, ამბობს, რომ დილის 9 საათამდე მირთმეული საუზმე ააქტიურებს მეტაბოლიზმს, რომელიც ორგანიზმის ბუნებრივ რიტმს უწყობს ფეხს. ეს ახდენს გავლენას იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად იყენებს ორგანიზმი ნახშირწყლებსა და ცილებს ენერგიის
წყაროების სახით და წვავს ცხიმს. ამ დიეტით თვეში 10 კილოს დაიკლებთ.


ძირითადი პრინციპი:

მიირთვათ სწორი საკვები სწორ დროს. მკაცრი შეზღუდვები არ არსებობს, თუმცა არის პროდუქტების ჯგუფი, რომლებიც საკვების პირველადი მიღების საფუძვლად უნდა იქცეს. ჯერ ერთი, ეს არის ცილები (კვერცხი და რძის პროდუქტები). ისინი ნაყროვანების განცდას ტოვებს ხანგრძლივი დროით.

ასევე მნიშვნელოვანია ნახშირწყლები (ცეხვილი პური, ფაფეული), მაგრამ მათ რომ სხეულს არ ავნონ, ისინი დღის პირველ ნახევარში უნდა მიიღოთ. მესამე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი - უჯრედისი (ახალი ხილი და ბოსტნეული), რომელიც აუცილებელია კუჭ-ნაწლავის მოქმედებისთვის.  

პლუსები:

ნოყიერი საუზმე დაგეხმარებათ, დიდხანს იგრძნოთ თავი დანაყრებუ-ლად დღის განმავლობაში და აკონტროლოთ მადა. “ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ჯანსაღად საუზმობენ, დღის განმავლობაში გაცილებით ნაკლებ კა-ლორიას იღებენ და როგორც წესი, ნაკლები წონა აქვთ“, - ამბობს ჯოან სელჯ ბლეიკი, ამერიკის დიეტოლოგთა ასოციაციის პრეს-მდივანი.

მინუსები:

“წონის დასაკლებად საბოლოო ჯამში დიდი მნიშვნელობა აქვს მი-ღებული კალორიების საერთო რაოდენობას, - ამბობს ბლეიკი, - ამიტომ მნიშ-ვნელოვნად გახდომას ვერ შეძლებთ, თუ არ შეკვეცთ სადილისა და ვახშმის პორციებს“.

წესად აქციეთ:

სრულფასოვანი საუზმე დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ სწრაფი კვების პროდუქტების და სხვა, ორგანიზმისა და წონისთვის მავნე საკვების მიღება.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30