მაშ ასე, გთავაზობთ გემრიელი დიეტის 7 დღის რაციონს:
პირველი დღე
პროდუქტების ნაკრები: მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი (200 გრ), ვაშლი (2 ცალი), ფორთოხალი (1 ცალი), უცხიმო ხაჭო (100 გრ), უცხიმო იოგურტი (1 ცალი), შვრიის ფაფის ერთი ულუფა (100 გრ).
მეორე დღე
პროდუქტების ნაკრები: 1 ულუფა წიწიბურას ფაფა (100 გრ), გრეიპფრუტი (1 ცალი), მოხარშული ძროხის ხორცი (200 გრ), 1 ჭიქა უცხიმო კეფირი, შავი ქლიავის ჩირი (100 გრ), პომიდორი (2 ცალი).
მესამე დღე
პროდუქტების ნაკრები: 1 ჭიქა რძე, მანდარინი (4 ცალი), მსხალი (1 ცალი), ბრინჯის ფაფის ერთი ულუფა (100 გრ), ბულგარული წიწაკა (4 ცალი), 1 ფინჯანი მწვანე ჩაი, მოხარშული ან ღუმელში გამომცხვარი თევზი (200 გრ).
მეოთხე დღე
პროდუქტების ნაკრები: კურაგა (100 გრ), უცხიმო ხაჭო (150 გრ), მსხალი (2 ცალი), მოხარშული ქათმის ფილე (200 გრ), უმი კომბოსტო (200 გრ), კიტრი (5 ცალი).
მეხუთე დღე
პროდუქტების ნაკრები: ზღვის კომბოსტო (100 გრ), უმი სტაფილო (4 ცალი), ვაშლი (2 ცალი), ერთი ულუფა წიწიბურა (100 გრ), 2 ფინჯანი ჩაი, 1 ჭიქა რძე, მოხარშული ან ღუმელში მომზადებული თევზი (200 გრ).
მეექვსე დღე
პროდუქტების ნაკრები: კენკრა, შეგიძლიათ გაყინული (200 გრ), ერთი ულუფა ხორბლის ფაფა (100 გრ), მოხარშული ან ჩათუთქული კომბოსტო (ბროკოლი) (200 გრ), მოხარშული ძროხის ხორცი (150 გრ), ფორთოხალი (2 ცალი).
მეშვიდე დღე
პროდუქტების ასორტი: უცხიმო იოგურტი (2 ცალი), ერთი ულუფა შვრიის ფაფა (100 გრ), ქიშმიში (100 გრ), ქათმის ბულიონი (300 მლ), მოხარშული ქათმის ფილე (200 გრ), მსხალი (2 ცალი), ვაშლი (2 ცალი), მოხარშული ჭარხალი (100 გრ).
დიეტის პრინციპია: უნდა მიირთვათ თითო პროდუქტი 1-2 საათში ერთხელ.
ასევე იხილეთ:
აქტიური დიეტა – 6 დღეში მინუს 10 კილოგრამი
იაპონური უმარილო დიეტა – 13 დღეში მინუს 7-10 კგ
მჟავე კომბოსტოს ოთხდღიანი დიეტა