ეს სასწაულმოქმედი კოქტეილი ძალიან გემრიელია და ამასთან, ეფექტურად წვავს ცხიმებს.
ინგრედიენტები:
2 საშუალო ზომის კივი
ლიმონის 2 ნაჭერი
7-10 ოხრახუშის ღერი
6 ღერი პიტნა
100 მლ წყალი
ერთი ჩაის კოვზი თაფლი
მოათავსეთ აღნიშნული ინგრედიენტები ბლენდერში და თქვიფეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
გემრიელად მიირთვით და იყავით მუდამ ფორმაში!