საზამთროს დიეტა წონის სწრაფად დაკლებაში დაგეხმარებათ, თანაც ისე, რომ არ იშიმშილოთ, მოიწესრიგოთ საჭმლის მომნელებელი სისტემა, აიმაღლოთ იმუნიტეტი და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოდევნოთ.
რაში მდგომარეობს დიეტის არსი?
ადვილი მისახვედრია, რომ მთავარი პროდუქტი ამ დიეტის დროს საზამთროა. უფრო სწორად: აუცილებელია მიირთვათ რამდენიმე ნაჭერი საზამთრო საუზმის, სადილისა და ვახშმის შემდეგ დესერტად, ასევე, დაახლოებით 12 საათისთვის (ლანჩის დროს) 3-4 საზამთროს ნაჭერი. მაგრამ ზღვარს ნუ გადახვალთ: საერთო ჯამში დღეში 2 კგ-ზე მეტი საზამთრო არ უნდა მიიღოთ.
საზამთროს დიეტა 90%-ით წყლისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ საზამთრო შაქრის შემცველი პროდუქტია, მისი კალორიულობა შეფასებულია ქვედა ზღვრით – არა უმეტეს 40 კკალ-სა 100 გრ პროდუქტში. მისი მეშვეობით დანაყრდებით, მოიკლავთ შიმშილის გრძნობას და ამასთან, ზედმეტ კალორიებსაც არ მიიღებთ.
გარდა წყლისა, საზამთრო შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რომელიც საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს და ქსოვილებიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის. ამგვარად, საზამთროს დიეტა საუკეთესოა შეშუპების დროს. წყალთან ერთად, ქსოვილის უჯრედებიდან გამოიდევნება მავნებელი ნივთიერებები და ტოქსინები – ეს კი იმას ნიშნავს, რომ კანი სუფთავდება, საღ და მეტად ჯანმრთელ იერს იღებს.
საზამთროს დიეტის თავისებურებები
საზამთროს დიეტისთვის აუცილებელია, რომ ნაყოფი მწიფე და საღი იყოს. როგორ შევარჩიოთ შესაფერისი საზამთრო? ხარისხიან საზამთროს მკვრივი კანი აქვს და თუ მას ფრჩხილით ოდნავ გაკაწრავთ, მასზე არ უნდა დარჩეს ჩაღრმავება, არამედ მხოლოდ ცოტათი აექერცლოს კანი. თუ საზამთროს ხელისგულით დაარტყამთ – არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოსცეს ყრუ ხმა, არამედ ჟღერადი, ოდნავ ვიბრაციული ხმა უნდა ჰქონდეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი:
როგორ შევინახოთ საზამთრო დიეტის დროს?
აუცილებლად მაცივარში, დაჭრილი და სათითაოდ შეფუთული კულინარიულ შესაფუთ საშუალებაში.
საზამთროს დიეტის დროს აქცენტი უნდა გააკეთოთ ცილებსა და ბოსტნეულზე, გამორიცხოთ ტკბილეული, ცხიმები და ალკოჰოლი. ეს უკანასკნელი – სრულიად და გამონაკლისების გარეშე. საქმე ისაა, რომ საზამთროს ალკოჰოლთან შეხამება იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლას.
საზამთროს დიეტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს, შემდეგი კურსი არ უნდა დაიწყოთ ერთ თვეზე ადრე. ეს 10 დღე აბსოლუტურად საკმარისია იმისათვის, რომ 2-6 კგ დაიკლოთ.