„დედა მეუბნებოდა, შენი სიმსუქნის გამო, დედას შენ ჰგავხარ, შვილს -მეო“, - როგორ დაიკლო წონაში ქართველმა დიზაინერმა
„დედა მეუბნებოდა, შენი სიმსუქნის გამო, დედას შენ ჰგავხარ, შვილს -მეო“, - როგორ დაიკლო წონაში ქართველმა დიზაინერმა
Marao.ge პერიოდულად გაცნობთ ადამიანებს, რომლებიც ჭარბ კილოგრამებს მოერივნენ და ახლა მზად არიან, საკუთარი გამოცდილება ჩვენს მკითხველს გაუზიარონ.


ამჯერად ჩვენი რუბრიკის სტუმარი 25 წლის დიზაინერი თიკო კვესაძეა. მან დიდი ნებისყოფისა და მონდომების შედეგად თვე-ნახევარში ათი კილოგრამი დაიკლო. თიკო საკუთარ ისტორიას თამამად გვიყვება და რჩევებსაც დაუზარელად გვაძლეს:


2017/beauty/dieta/beforeafter_7caed.jpg" border="0" width="600" height="449" style="float: left; border: 0px;" />






























„დუკანის დიეტას 1 თვე და 2 კვირა დარღევის გარეშე ვიცავდი. შედეგად 10 კილოგრამი დავიკელი, თუმცა სამიზნე წონამდე კიდევ ბევრი მაქვს დარჩენილი. ხშირად მსმენია ამ დიეტის თანმხლები პრობლემებისა და სირთულეების შესახებ, მაგრამ მე იმდენად მონდომებული ვიყავი, არ გამჭირვებია.

წვეულებებზე სიარული ხშირად მიწევს,  ჩაცმის გამო კი ყოველთვის მეკარგებოდა სადმე წასვლის სურვილი. იმაზე ფიქრი, თუ რა ჩავიცვა, ჩემს ზომას ვნახავ თუ არა, მომეწონება და მომიხდება თუ არა პოზიტივისგან მცლიდა და მხოლოდ დეპრესია მიპყრობდა. ვინც ახლა იგივეს განიცდის, მიხვდება რასაც ვგულისხმობ...

ჩემი მეუღლის გარდა, მთავარი მოტივატორი დედაჩემი იყო, რომელიც სულ მეუბნებოდა, სიმსუქნის გამო შენ უფრო დიდს ჰგავხარ, ვიდრე მეო. ქუჩაში რომ მივდივართ, ხალხს დედა შენ ჰგონიხარ შვილი კი - მეო. მოკლედ, ეს ყველაფერი მოქმედებს ფსიქიკაზე. ამ გადმოსახედიდან, კარგია კიდეც რომ იმოქმედა.

მე ახლა ისე ზუსტად ვეღარ ვიცავ დიეტას, მაგრამ ცომეული, ტკბილეული, გაზიანი დავივიწყე. ვიკვებები მხოლოდ ჯანმრთელი პროდუქტით. 

ყველას ვურჩევ, მოიცალოს საკუთარი ცხოვრებისთვის და ნუ დაელოდება ორშაბათს ან ახალ წელს. არ დაგავიწყდეთ, ზედმეტი წონა მოქმედებს ხასიათზე, რამაც შეიძლება მთელი დღე, თვე ან წელი გაგიფუჭოთ. დადექით სარკის წინ და საკუთარ თავს უთხარით, რომ ცვლილების დროა. მთავარია, თავად მოინდომოთ და გადაწყვიტოთ. ამას ძალით ვერავინ გაგაკეთებინებთ და რაც უფრო მალე გადაწყვეტთ, მით უკეთესი თქვენი გარეგნობისა და ჯანმრთელობისთვის“,- ამბობს თიკო კვესაძე.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31