„არ გაბედოთ დარღვევა, ჩვენ ამას შევძლებთ“,- ასე იწყება მეგობრების ყოველი დილა, თუკი ისინი დიეტაზე არიან, თუმცა marao.ge-მ აღმოაჩინა, რომ ახლობელი სულაც არაა საჭირო იმისათვის, რომ მტანჯველი დიეტის შენს თავზე მარტო გადატანა მოგიწიოს. სოციალურ ქსელებში არსებობს ჯგუფები, სადაც გოგონები ერთმანეთს სწორედ წონაში დაკლების მიზნით ეცნობიან, უკავშირდებიან და დიეტას ერთად იწყებენ.
Marao.ge დაინტერესდა, რას ნიშნავს ჯგუფური დიეტა და რა უპირატესობა აქვს მას.
თამარ ფალავანდიშვილი ერთ-ერთია იმ ქალბატონებიდან, რომელმაც დიეტა უცნობ ადამიანებთან ერთად დაიწყო. დღეს მათი მე-20 დღეა და საშუალოდ, თითოეულს 7-10 კილოგრამი აქვს დაკლებული. თამარმა ჯგუფური დიეტის საიდუმლო გაგგვაცნო და რჩევებიც გაგვიზიარა:
„დიეტაზე მარტოც ვყოფილვარ და კარგი შედეგიც მქონია, თუმცა ყველაფერი ადამიანის ამჟამინდელ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, მნიშვნელოვანია ნებისყოფა და სხვა გარემოებები. გადავწყვიტე, მიმეღო გამოწვევა, რომელიც ერთ-ერთი "ფეისბუქჯგუფის" წევრებმა შემომთავაზეს და ჩავრთულიყავი მარათონში 4 გოგონასთან ერთად. დღეს მეოცე დღეა და თითქმის 10 კგ დავიკელი. დანარჩენებმაც დაახლოებით ასე დაიკლეს“.
ჯგუფური დიეტის 5 უპირატესობა
- გუნდურობა შემართებას გმატებს.
- მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში არასდროს შევჯიბრებივარ ვინმეს, აქ ნამდვილად არის შეჯიბრის მომენტი.
- ამასთან, გულწრფელად გულშემატკივრობ წევრებს.
- გულუხვი და სასარგებლო, საკუთარ თავზე გამოცდილი რჩევებით ამარაგებთ ერთმანეთს.
- გრძნობ, როგორ გაკონტროლებენ სხვები და შენც ამავეს აკეთებ.
რა თვისებები უნდა ჰქონდეს ჯგუფის კარგ წევრს?
- კომუნიკაბელური
- პასუხისმგებლიანი
- აქტიური
- შემართებული, მონდომებული
- მხიარული, იუმორის გრძნობა ზოგჯერ შიმშილის გრძნობასაც კლავს
3 ფრაზა, რომელსაც ხშირად ეუბნებით ერთმანეთს
- არ გაბედო დარღვევა, ერთად ყველაფერს შევძლებთ!
- კუჭმა როგორ უნდა გვმართოს?!
- ჩვენ საკუთარი თავი ნებისმიერ საჭმელზე მეტად უნდა გვიყვარდეს...