ჩვენი სტუმარი ამჯერად ნინო წერეთელია.
ის გვესაუბრა ახალი დიეტის შესახებ, რომელიც საკუთარ თავზე გამოსცადა. ნინო სასურველი მიზნისკენ მიიწევს და ცდილობს, იყოს ლამაზი და ჩაცმა უხაროდეს.
„არასდროს ვყოფილვარ ჭარბწონიანი, როცა გავთხოვდი, 53 კილო ვიყავი. გათხოვების შემდეგ ბევრი არ მომიმატია, მაგრამ მეორე შვილზე ათასი სანერვიულო შემხვდა, რაც ჩემს ორგანიზმზე ძალიან ცუდად აისახა.
აზრზე რომ მოვედი, 88 კილო ვიყავი. მივხვდი, რომ ყველაფერი მტკიოდა: წელი, ფეხები და მალე ვიღლებოდი.
ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. მანამდე ბევრი დიეტა ვცადე, მაგრამ ნერვების ფასად მიჯდებოდა. ვისაც დიეტა გამოუცდია, ეცოდინება, რა ძნელია, როცა სხვა ჭამს და შენ ვერა. როცა შიმშილისგან სუსტად ხარ და თავბრუ გეხვევა. როდესაც გადავწყვიტე დაკლება, ის დიეტა, რომელიც მე მინდოდა დამეცვა, ძალიან ძვირი ჯდებოდა.
საქართველოში ძალიან პოპულარულია და ბევრი ცნობადი სახე ამით ინარჩუნებს ფორმას, თუმცა ძალიან ძვირად ყიდიან და ფასებს უმატებენ. ამიტომ იმდენი ვეძებე, შევძელი, რომ რეალურ ფასში გამომეწერა რუსეთიდან. ჩემი რუსი მეგობარი მარიკა ელიავა დამეხმარა. მასწავლა და ამიხსნა, როგორ მიმეღო. 6 სექტემბერს დავიწყე დიეტა და 25-ე დღეზე რომ ვიყავი, მაშინ ავიწონე და 15 კილო მქონდა დაკლებული. ისევ ვაგრძელებ, ვსვამ, რადგან მიზანი მაქვს, 60 კგ გავხდე. ეს კი ის შედეგებია, რაც ამ დიეტით აქამდე მიიღეს უცხოელმა ქალბატონებმა.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ზოგადად, ეს დიეტა არაფერს ისეთს არ კრძალავს. გვეკრძალება ცომეული, კარტოფილი და ტკბილეული.
ვჭამ ხილს - ნებისმიერს, მაკარონს, ხორცს, მოხარშულ წიწიბურას და რაც ნულპროცენტიანია. უცხიმოები - უცხიმო წვნიანები...
ამ დიეტის დადებითი მხარე არის ის, რომ ეს არის სრულფასოვანი საკვები, რომელიც გაჯერებულია ვიტამინებით, ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით. ის დღიური ჯანსაღი ნორმაა, რაც ორგანიზმს სჭირდება.
ქალმა პირველ რიგში უნდა იფიქროს იმაზე, რომ უნდა იყოს ლამაზი და უხაროდეს ჩაცმა. მე ისე ვიყავი, ფოტოებსაც არ ვიღებდი, რადგან მრცხვენოდა, არა ხალხის, არამედ ჩემი თავის. ამიტომ სიმსუქნის პერიოდში ბევრი ფოტო არ მაქვს.
ზოგადად, ამ დიეტის დროს მადა გიქვეითდება და ეს დადებითი მხარეც აქვს. ეს არის სწორი კვება. ასე ვთქვათ, ჭკვიანი და გემრიელი საკვებია, რომელსაც ჩემითაც ვიწერ და ხალხსაც ვასწავლი, თავადაც როგორ გამოიწერონ.
დილით რომ ვდგებით, ვსვამთ ორ ჭიქა წყალს - შემდეგ „დრაინ ეფექტს“, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს, ორგანიზმიდან ტოქსინები და შლაკები გამოაქვს. შემდეგ ნახევარ საათში ვსვამთ კოქტეილს, რომელსაც აქვს სხვადასხვა გემო - მარწყვი, ბანანი, ნესვი, შოკოლადი და სხვა. ამის შემდეგ ჩაის ვსვამთ. პირველ საათამდე თავისუფალი ხართ. პირველზე ისევ „დრაინ ეფექტი“ და ნახევარ საათში კვება.
ხუთ საათზე ვსვამთ ისევ კოქტეილს და ექვსზე ჩაის. ამით სრულდება დღე. შესაძლოა ვინმეს რთული ეგონოს, მაგრამ არა, ძალიან მარტივი მოსამზადებელია და 200 გრამ წყალში ერთი შენჯღრევით მზადდება.