დეტოქსიკაციის TOP-5 საუკეთესო რეცეპტი! გამოდევნეთ ორგანიზმიდან შხამი
დეტოქსიკაციის TOP-5 საუკეთესო რეცეპტი! გამოდევნეთ ორგანიზმიდან  შხამი
დეტოქსი - ორგანიზმის გაწმენდის შესანიშნავი საშუალებაა; ასევე, შანსი, რათა კუჭ-ნაწლავის სისტემამ და ღვიძლმა დაისვენოს, ბონუსად კი ნელ-ნელა დაიკლებთ წონაში, გამოდევნით ტოქსინებს და ორგანიზმს გაიახალგაზრდავებთ.
გთავაზობთ დეტოქს-სასმლის რამდენიმე რეცეპტს. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი:

1. ვაშლი და დარიჩინი


წვრილად დაჭერით ერთი ვაშლი
და დაასხით 500 მლ წყალი, დაუმატეთ 1 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი, გააცივეთ და დალიეთ დღის განმავლობაში. ვაშლისა და დარიჩინის ნარევი დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაში.

2. ლიმონის წვენი და თაფლი


2 ს.კ. ახალდაწურული ლიმონი შეურიეთ 200 მლ თბილ წყალთან, დაამატეთ 1 ჩ.კ. ნატურალური თაფლი, 1 მწიკვი დაფქული ჯინჯერი. მიიღეთ უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. ეს ნარევი დაგეხმარებათ საკვების მომნელებელი სისტემის გაწმენდაში და შეგმატებთ ენერგიას.

3. ჯანჯაფილის სასმელი


ჯანჯაფილის ფესვი (3-4 სმ) გაფცქვენით და წვრილად დაჭერით, დაასხით 1 ლიტრი ცხელი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე. გაცივების შემდეგ დაამატეთ ერთი მწიკვი დარიჩინი და რამდენიმე კოვზი ასკილის წვენი. მიიღეთ დღის განმავლობაში 100-150 მლ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. რეგულირდება ნივთიერებათა ცვლა, საკვების მომნელებელი სისტემა.

4. ჭარხლის წვენი


მოამზადეთ წვენი 1 ჭარხლის, 2 ვაშლისა და ნიახურისგან. მიიღეთ დღეში 2-ჯერ, 1 ს.კ. დილას და საღამოს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

5. ჯანმრთელობის კოქტეილი


მოამზადეთ წვენი 1 ფორთოხლის, 1 ლიმონისა და 1 სტაფილოსგან, შეურიეთ 100 მლ მინერალური წყალი. მიიღეთ უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31