წინა სტატიაში ჩვენ უკვე გესაუბრეთ ჯაბა ნათენაძეზე. მან დიდი შემართების და მონდომების წყალობით ჭარბი წონა დაამარცხა.
ამჯერად ჯაბამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ეხმარება წონაში დაკლების მსურველებს უსასყიდლოდ, თავისი რჩევებითა და გამოცდილების გაზიარებით. ჯაბა "ფეისბუქ ფეიჯის" საშუალებით ადამიანებს მის მიერ მოფიქრებულ მარტივ რეცეპტებსაც უზიარებს ხოლმე.
"ნელ-ნელა, საკვების შემცირებით და სწორი კვებით, კუჭი შეაგუეთ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჭამს იგივეს, ვეღარ მიიღებს იგივე რაოდენობით. ასე მოიპოვებთ კონტროლს საკუთარ კუჭზე და არ იქნება პირიქით.
მოუსმინეთ ყველას და მიიღეთ მათგან ნებისმიერი კარგი რჩევა, თუმცა ბოლოს გახსოვდეთ, თქვენვე უნდა გახდეთ თქვენი თავის დიეტოლოგი.
თქვენზე უკეთ არავინ გიცნობთ და ვერასოდეს ვერ გეტყვით ზუსტ დაკლების ფორმულას, თუ თქვენში არ არის შესაბამისი მოტივაცია. დასუსტებამდე, სკოლის მოსწავლე რომ ვიყავი დედა "მაიძულებდა" მევლო ვარჯიშზე, მეჭამა ცოტა და მე ვერ ვხვდებოდი, რომ სწორი იყო, ამიტომ, სულ ვცდილობდი გაცდენას და უაზრო რაოდენობის საკვების მიღებას."
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
დღეს, მე თითქმის 3 საათი სპორტდარბაზში ვარ და ვვარჯიშობ. დღეს მე ჩემ კუჭს ვაგრძნობინებ, ვინ არის ჩვენ შორის "უფროსი" და ამას არ გეუბნებით, იმიტომ, რომ თქვათ "დედა რა სასწაული ბიჭიაო". ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ თქვენც ჩემსავით ბედნიერები იყოთ და არ დაგავიწყდეთ, სულ წესრიგში ვერ იქნება ყველაფერი, მათ შორის კვებაც. ამიტომ, რომ "აურევთ" ჭამისას, გაიღიმეთ და თქვით „ჯაბაი/jabai - 50კგ“-ს ფრაზა: "წონამ შემინდოს".
ჩემი ანაზღაურება, ბედნიერი ადამიანები და მათი ემოციებია, რომელსაც არ მალავენ და მიზიარებენ. ვერ გადმოგცემთ, ეს რა მაგარი შეგრძნებაა. სიმართლე გითხრათ, ვერც კი წარმომიდგენია ამაში ფული როგორ უნდა მოვითხოვო.
ოღონდ არ მიყვარს (ზოგიერთ შემთხვევაში) ტყუილად რომ მალაპარაკებენ და ვგრძნობ, მაინც არ გააკეთებენ იმას რასაც ვურჩევ. სულ ბოლო შაბათის ამბავი, რომ მახსენდება, მხოლოდ ერთ დღეში, 200 შეტყობინებას ვუპასუხე.
დილიდან, რომ დავჯექი, მხოლოდ ღამის პირველზე გავეცი ბოლო შეტყობინებას (კითხვას) პასუხი. გვერდის შექმნის იდეაც ეს იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიმეცა შესაძლებლობა ჭარბი წონისგან გათავისუფლებულიყო. მე მათი ყველაზე უკეთ მესმის. სააბოლოო ჯამში, ჩემ გვერდზეც შეგიძლიათ ნახოთ ადამიანები, რომლებმაც, რჩევების გათვალისწინებით "დაუჯერებელ" შედეგებს მიაღწიეს.
სანამ ფოტოებს გვერდზე დავდებ, მათ ვუთანხმებ, ამიტომ, ყველას არც ვდებ. არ მინდა მათ თავი უხერხულად იგრძნონ, თუმცა მჯერა, რომ ჩვენი შედეგებით და მათი გავრცელებით, კიდევ უფრო ბევრი ადამიანის გახარებას შევძლებთ"..
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>