ნობელის პრიზის მფლობელი დიეტა, რომლის ეფექტურობა მეცნიერულად დასტურდება!
ნობელის პრიზის მფლობელი დიეტა, რომლის ეფექტურობა მეცნიერულად დასტურდება!
ერთ-ერთ უცხოურ საიტზე წავაწყდი სტატიას დაახლოებით ისეთივე სათაურით, რაც რამდენიმე წამის წინ თავადვე წაიკითხეთ. თავიდან ეს სისულელე მეგონა, მაგრამ ინფორმაცია ოფიციალურად გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ 2016 წელს მსგავსი რამ მართლა მოხდა!

იაპონელმა ბიოლოგმა იოსინორი ოჰსუმმა პრიზი მედიცინის დარგში აიღო და აღიარეს, როგორც ინოვაციური დიეტის ავტორი.

დიეტის ფანჯარა - ასე ეწოდება
დროის ინტერვალს, როცა საკვებს მიირთმევთ.
2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო პატარაა დიეტის ფანჯარა, მით უფრო ჯანსაღად ფუნქციონირებს ორგანიზმი.


2016 წელს იოსინორი გვიმტკიცებდა, რომ ყველაფერი პირიქითაა. შემდეგ წელს ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, რომელიც ერთი და იგივე კატეგორიის ადამიანების მონაწილეობით ტარდებოდა, მისი თეორია დაამტკიცა.
განმარტება კი ასეთია: ვიწრო დიეტის ფანჯარა (დღის განმავლობაში კვებისთვის განკუთვნილი დროის მცირე შუალედი) აჩენს შიმშილის გრძნობას, ანუ როცა დღის მხოლოდ ერთ შუალედში ჭამ, მაგალითად, შუადღემდე, საღამოს უკვე გშია. შიმშილის დროს ორგანიზმი იწყებს ენერგიის ხარჯვას და ცხიმების წვას.


ვიწრო დიეტის ფანჯარა კარგია ჯანმრთელობისთვისაც:
  • იცავს კანს კიბოსა და დაბერებისგან.
  • ძუძუს კიბოს რისკი მცირდება.
  • არტერიული წნევა მცირდება.
  • გულისცემის რისკი მცირდება.
  • ძილის ხარისხი უკეთესია.
დღის რომელ მონაკვეთშია ჭამა უკეთესი?

შევთანხმდით, რომ უმჯობესია, საკვები დღის მხოლოდ ერთ შუალედში მივიღოთ, მაგრამ რომელია ყველაზე ოპტიმალური დრო?

საღამოს ორგანიზმი ძილისთვის ემზადება და ნელდება მასში მიმდინარე პროცესებიც. მათ შორის, ნელდება საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება, რაც ნიშნავს იმას, რომ უკეთესია, საკვები დღის პირველ ნახევარში მივიღოთ. თუ საღამოს მიირთმევთ, თქვენი ბიოლოგიური საათი დაირღვევა.


როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად?

თქვენი დიეტის ფანჯარა უნდა მოიცავდეს 6-8 საათს. ამიტომ უკეთესია, დილით ადრე ადგეთ, ისაუზმოთ, შეიქმნათ პოზიტიური განწყობა მთელი დღისთვის.
საუზმის დროს მიღებული საკვების ოდენობა უნდა აღემატებოდეს თქვენს ლანჩს.
და გაითვალისწინეთ! არ ითვალოთ კალორიები. ორ კვირაში აშკარა ცვლილებას შეამჩნევთ.

გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება ამ უცნაურ დიეტაზე კომენტარებში.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 2 /
ელე
ვერც მე :)
05:15 / 15-08-2018
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ვერაფერი ვერ გავიგე:(
14:43 / 02-08-2018
გამოხმაურება / 2 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
მომწონთ თუ არა საიტის განახლებული დიზაინი
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31