marao.ge-ს მკითხველი წონაში დასაკლები კოქტეილის რეცეპტს გვიზიარებს...
დაგჭირდებათ:
500 გრამი არაჟანი
500 გ ნაბეღლავი
3 კბილი ნიორი
1 კონა ქინძი
ინგრედიენტებს აბლენდერებთ. კოქტეილს სვამთ მთელი დღის განმავლობაში. დასაშვებია მცირე რაოდენობით ცოცხალი ხილი. 3 დღე მხოლოდ კოქტეილი უნდა სვათ. 1 დღე შეისვენოთ.
ასეთია დიეტა, რომლის დახმარებითაც ჩვენმა მკითხველმა სამ თვეში 25 კგ დაიკლო. ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და არც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უჩივის:
„სამი დღე მხოლოდ კოქტეილზე ვარ. ძალიან როცა მომშივდება, ცოტა კიტრს და პომიდორს ვჭამ. მეოთხე დღეს მხოლოდ მოხარშულ საკვებს ვიღებ.
ამ დიეტით ბოლო სამ თვეში 25 კგ დავიკელი. რამდენჯერმე რძითა და მწვანე ჩაითაც გავაკეთე კოქტეილი, თუმცა პირველი დიეტა უფრო მუშაობს.
მსმენია, რომ ბევრს ჯანმრთელობა შეერყა, მაგრამ მე რატომღაც არ მეშინია. სამი თვეა უკვე ასე ვიკვებები და ჯანმრთელობა არ შემრყევია.
თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. დიეტას კვლავ ვაგრძელებ და დარწმუნებული ვარ, სასურველ შედეგს მივაღწევ“.