დამეთანხმებით, რომ 36 წლის მეგან მარკლი ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება.
ყველაფერი კი ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრების წესის დამსახურებაა. სანამ სამეფო ოჯახის წევრი გახდებოდა, მეგანი საკუთარი წესებით ხელმძღვანელობდა. ახლა ის მკაცრად განსაზღვრულ სამეფო პროტოკოლს იცავს.
გათხოვებამდე:
მეგანი სწორი კვების მომხრე იყო. მისი კვების რაციონი დიდი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულისგან შედგებოდა. განტვირთვის დღეებსაც უწყობდა თავის ორგანიზმს და არც ნაყინსა და პიცაზე ამბობდა უარს.
„ეს არ არის დიეტა, ეს არის ჩემი ცხოვრების წესი. ყოველთვის უნდა იკვებო ზომიერად“, - ამბობდა მეგანი.
საუზმისას უპირატესობას ანიჭებდა ვანილის კოქტეილს გაყინული მოცხარით. სადილის დროს კი მიირთმევდა სალათას ანჩოუსებით, ორცხობილას თხის ყველთან ერთად და ერთ ჭიქა ვარდისფერ ღვინოს აყოლებდა. მისი საყვარელი კერძი ვახშამზე - პასტა ზღვის პროდუქტებით და კოქტეილი „ნეგრონი“ გახლდათ.
„ძალიან მიყვარს კარტოფილი ფრი - შემიძლია მივირთვა მთელი დღის განმავლობაში, - აღიარა მეგანმა. - მიყვარს პასტა, ღვინო და კოქტეილები. მთავარია, გრძნობდეთ თქვენს ორგანიზმს და იცოდეთ, რა უხდება მას. მაშინ ყველაფერი იქნება რიგზე“.
წახემსებაზეც არ ამბობდა უარს - „ეს შეიძლება იყოს ხუმუსი ან სტაფილო, ნატურალური წვენი, ნუშის რძე ან პუდინგი ჩიას მარცვლებით - მე მას თითქმის ყოველ კვირა ვამზადებ“.
„ყველაზე მეტად მიყვარს იოგა, პილატესი და სირბილი. დედა იოგის ინსტრუქტურად მუშაობდა. ასე რომ, იგი სისხლში მაქვს გამჯდარი. სირბილი კი ჩემთვის ერთგვარი მედიტაცია და საუკეთესო საშუალებაა, გაითავისუფლო გონება უარყოფითი ფიქრებისგან და დაიმუხტო დადებითი ემოციებით“.
ანი მაისურაძე