ამ სკრაბის გამოყენება „რეჟიმი -55“-ის დაცვის დროსაც აუცილებელია, რადგან ცელულიტს ეფექტურად აქრობს.
„ეს გახლავთ სკრაბი, რომელიც უცბად მოვიფიქრე თავისი ინგრედიენტებით. სახლში მოვამზადე და უზომოდ კარგი გამოვიდა.
მისი მოხმარება ერთდღიანი შუალედითაა აუცილებელი, მაგრამ მე პირადად ყოველდღე ვიყენებ" - გვითხრა "რეჟიმი - 55"-ის ავტორმა მარიანა იოსებაშვილმა.
● სკრაბის მომზადების წესი:
ლიმონი 5 წვ.
თაფლი 3 ს.კ.
შავი ყავა 5 ს.კ.
ზღვის მარილი 2 ს.კ.
ზეითუნის ზეთი 3 ს.კ.
ტანის თხევადი საპონი 2 ს.კ.
ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და რაც დარჩება, მოხმარების შემდეგ შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ.
● მოხმარების წესი:
მას შემდეგ, რაც იბანავებთ და ცხელ წყალში კანის ფორები გაიხსნება, ამ სკრაბით უნდა დაიმასაჟოთ პრობლემური ადგილები. შევიზილოთ ტანზე ჩვენ მიერ მომზადებული სკრაბი და პრობლემური ადგილები 5-7 წუთი დავიმასაჟოთ.
ამის შემდეგ ჩამოიბანთ თბილი წყლით. აქვე გეტყვით, რომ ჩამობანის შემდგომ არანაირი საპონი და შხაპგელი აღარ უნდა წაისვათ.
ეს კი სკრაბის მოხმარებიდან 10 დღეში მიღწეული რეალური შედეგი გახლავთ.