"ბოლო 25 წელია, ვაკვირდები იაპონელ ქალებს და მიკვირს, რომ ისინი არც ბერდებიან და არც სუქდებიან. ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ, 86 წელია", - ნაომი მორიამა ამ ფენომენს წლები იკვლევდა. მას წიგნიც კი მიუძღვნა.
წიგნში ქალს მაგალითად მოჰყავს დედის სამზარეულო და ამით იაპონელთა კვების საუკუნოვან რეჟიმს აეხადა ფარდა.
იაპონელი ქალის სამზარეულოში მუდამ უნდა იყოს: თევზი, ზღვის კომბოსტო და ზღვის სხვა პროდუქტები.
- ბოსტნეული
- სოიის პროდუქტები
- ბრინჯი
- ხილი
- მწვანე ჩაი
- იაპონიაში მუდამ ჭამენ ახალმომზადებულ კერძს.
ტრადიციული საკვები ასე გამოიყურება: შემწვარი თევზი, ბრინჯის ფიალა, მოხარშული ბოსტნეული, მისოს წვნიანი, ხილი და ჩაი დესერტზე.
თევზი და ზღვის პროდუქტები იაპონელ ქალებს ომეგა-3-ით უზრუნველყოფს. სეზონურ ბოსტნეულს ყოველდღიურად მიირთმევენ.
მიირთმევენ მცირე ულუფებით (სამჯერ მცირე, ვიდრე ჩვენ ვჭამთ), მცირე ფორმის თეფშებიდან და ფიალებიდან. თითოეულ ლუკმას დიდხანს ღეჭავენ.
იაპონელები პურის ნაცვლად მიირთმევენ ბრინჯს.
საუზმე უნდა იყოს სრულფასოვანი: ჩაი, ბრინჯი, მისოს წვნიანი, ომლეტი ან თევზი. ზომის მიუხედავად, საკვები ადამიანისთვის საჭირო მთელ მინერალებსა და ვიტამინებს შეიცავს.
ყველაზე ცნობილი დესერტია ვაგასი. მას ბრინჯის ფქვილის, თხილის, მცენარეული ჟელატინის, ჩირითა და პარკოსნების ტკბილი ცომისგან ამზადებენ. ისიც სასარგებლოა და არ ტვირთავს ორგანიზმს "ტყუილი" კალორიებით.
ფიზიკური აქტიურობა იაპონელთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ისინი ფეხით დადიან ან ველოსიპედით გადაადგილდებიან. ლიფტს არ აღიარებენ.
დაბოლოს, იოსირო ხატანო 40 წელი იკვლევდა იაპონური ცხოვრების სტილს და შეიმუშავა პროგრამა "10 ათასი ნაბიჯი". თუ დღეში ამდენ ნაბიჯის გადადგამთ, დაივიწყებთ წნევას, შეინარჩუნებთ ახალგაზრდობას, მოხდენილობას და დიდხანს იცოცხლებთ.