გაზაფხულზე დიეტაც ისეთი უნდა შევარჩიოთ, რომ ზედმეტ კილოგრამებსაც დავემშვიდობოთ და ჯანსაღადაც ვგრძნობდეთ თავს.
რამდენი ადამიანიცაა, ალბათ, უკვე იმდენი დიეტა არსებობს, ხასიათის მიხედვით.
სწორედ ამიტომ აუცილებელია, საკუთარი თავი შევიწყნაროთ და არ დავსაჯოთ მომატებული კილოგრამების გამო, ამავდროულად კი, ეფექტურად დავიკლოთ წონაში.
პირველ რიგში, დაგვჭირდება რჩევები, რომელიც დიეტის პარალელურად უნდა გავითვალისწინოთ.
√ ვიაროთ ფეხით დღეში 40-45 წუთის განმავლობაში. შეიძლება მეტისმეტად მარტივად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კალორიებს დავემშვიდობოთ. ძალიან სასარგებლოა ნელი, ძუნძულით სირბილიც, რათა კუნთები გავავარჯიშოთ.
× შევამციროთ შაქარი. თუ შაქრის მიღებას მინიმუმამდე დავიყვანთ, უფრო ჩქარა დავიკლებთ წონაში.
× არ მივიღოთ ცხიმიანი საჭმელი.
√ არ დავიზაროთ ვარჯიში ( თუ ტრენერისა და სავარჯიშო დარბაზისთვის თანხა არ გვყოფნის, „იუთუბის“ „ვორკაუტები“ შესანიშნავი გამოსავალია).
√ მივიღოთ პოლიუვიტამინების კომპლექსი, იმისთვის, რომ დიეტის დაწყების შემდეგ შიმშილის გრძნობამ არ დაგვტანჯოს.
აქვე გთავაზობთ დიეტას, რომელიც იაფიანი და ეფექტურია.
ბრინჯის დიეტა
• მოხარშეთ ბრინჯი და მიირთვით მცირე ულუფებით, მიაყოლეთ ვაშლის წვენი. თუკი შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა, შეგიძლიათ კიდევ დააყოლოთ 2-3 ვაშლი, უმჯობესია - მწვანე.
• ან მიირთვით მოხარშული ბრინჯი, რამდენიც მოგესურვებათ, დააყოლეთ მწვანე ჩაი ან ბალახების ნახარში. რასაკვირველია, ბრინჯი იხარშება მარილის, სანელებლების, რძის, ცხიმის გამოყენების გარეშე.
• იმისთვის, რომ დიეტა მოსაბეზრებელი არ გახდეს, შეგიძლიათ ბრინჯთან ერთად მიირთვათ მოხარშული თევზი, მოხარშული ქათმის ხორცი ან ბოსტნეული. შედეგი აუცილებლად გაგახარებთ. მსგავსი დიეტით შესაძლებელია 4 დღეში 10 კილომდე დაკლება.
გახსოვდეთ, დიეტის ამ ვარიანტის ხანგრძლივობა მხოლოდ 1-4 დღეა! ერთდღიანი განტვირთვის დღე შეგიძლიათ გაიმეოროთ კვირაში ერთხელ, ხოლო სამდღიანი დიეტა - თვეში ერთხელ.
ყველა სხვა უმარილო დიეტის მსგავსად, ამ დიეტასაც აქვს მინუსი - ბრინჯს ორგანიზმიდან მარილთან ერთად წყალი გამოაქვს. წონის კლება თავიდან ძირითადად წყლის კარგვის ხარჯზე მიმდინარეობს, ხოლო ცხიმი დაშლას იწყებს 10 დღის შემდეგ. როგორც კი თქვენს რაციონში ისევ გაჩნდება მარილი, წყალი მალევე აღიდგენს თავის "უფლებებს" ორგანიზმში, ამიტომ ეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებმარილიანი საკვები მიირთვათ.
ნათია ხუნაშვილი