როგორ დაიკლო ნათია ბელთაძემ 25 კილოგრამი და რას გვირჩევს ის: „ეს არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ!“
როგორ დაიკლო ნათია ბელთაძემ 25 კილოგრამი და რას გვირჩევს ის: „ეს არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ!“
თუ წონაში დაკლებისთვის მოტივაციას გულმოდგინედ ეძებთ და ის არსად ჩანს, კარგად დაფიქრდით, სად ან რაში ეძებთ მას? ნათია ბელთაძემ აღმოაჩინა, რომ წლების განმავლობაში სტიმულს თავადვე ატარებდა, თუმცა ამას მხოლოდ ახლა მიხვდა და მცირე დროში 25 კილოგრამი დაიკლო. ის თავის გამოცდილებას marao.ge-ს მკითხველს უზიარებს
და რჩევებსაც აძლევს:

- ბავშვობიდან პუტკუნა ვიყავი და ძალიან განვიცდიდი, თუმცა ვერც წარმომედგინა, როგორი უნდა ვყოფილიყავი გამხდარი. გამუდმებით ვგრძნობდი დისკომფორტს. მახსოვს უამრავი უხერხული სიტუაცია ჩემი ბავშვობიდან. მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ შეგნებული და გონიერი ადამიანები მყავს და მყავდა, მაინც არის რაღაც ნიუანსები, ცხოვრებისეული ჩავარდნები, რასაც ვერ აკონტროლებ და უნებურად გულს ტკენ განსხვავებულ ადამიანს. როცა მსუქანი ხარ, ყველაფერს სხვანაირად აღიქვამ. განსაკუთრებით, გულუბრყვილო ბავშვი განიცდის ამას. უყურებს რაღაც ტანსაცმელს, მოსწონს, ჰგონია, რომ ეს სწორედ ის სამოსია, რასაცა ეძებს, ჩაიცვამს და სარკეში საკუთარ თავს ეპრანჭება. შეიძლება ვერც კი გააცნობიეროს, თუ რა ვულგარულად გამოიყურება მასში.

- როგორ დაიკელით?
- დუკანის დიეტით. არ ვიცრუებ და გეტყვით, რომ ეს არ იყო მარტივი. პირველი კვირა სრული ტანჯვა იყო, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ სტიმული მომეცა, მივხვდი, რაღაც ახალს ვიწყებდი და აზარტში შევედი. ახლა ბიძია პიერის ძალიან მადლობელი ვარ და ვამაყობ საკუთარი გამძლეობით.

- დიეტის დაწყებისკენ რამ გიბიძგათ?
- მეუღლემ და შვილებმა შემომაპარეს, რომ ჩემი წონა სადღაც გარბოდა და „დამუხრუჭება“ იყო საჭირო. მათ მხოლოდ დამანახეს, რომ რაღაც შესაცვლელი მქონდა და მეც მივხვდი, რაღაც ისე ვერ იყო... თუმცა არ მოგატყუებთ, ეს ისედაც ვიცოდი, მაგრამ მოტივაციას ვეძებდი. ერთ დღესაც მივხვდი, სამყაროში არ მოიძებნებოდა არავინ, ვინც ამ ნაბიჯის გადადგმაში რეალურად დამეხმარებოდა და შევწყვიტე სხვების მოსმენა. საკუთარ თავს და კუჭს ბრძოლა გამოვუცხადე და ვთქვი, რომ მე ჩემს ინსტინქტებზე ძლიერი ვარ. ამან გაამართლა.

- რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა იწყებს დიეტას?
- გაუძელით 1 კვირა... პირველი კვირის შემდეგ, სასწორზე რომ დადგებით, შედეგი გაგაოცებთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. რეალური შედეგის მისაღწევად კი საჭიროა, არ გაუთამამდეთ ტკბილეულს და გემრიელობებს. არ იფიქროთ, მაინც დავიკელი და მოდი, ახლა ცოტას დავარღვევო. ეს არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ. მიჰყევით დიეტის ინსტრუქციას და გახსოვდეთ, გამძლეობით ყველაფერს მიაღწევთ.


რჩევები ქართველი ქალბატონისგან, რომელმაც 38 კილოგრამი დაიკლო

რჩევები ქართველი ქალბატონისგან, რომელმაც 38 კილოგრამი დაიკლო

დუკანის დიეტა და გემრიელი პროდუქტები, რომლებიც ამ დიეტის დროს დაშვებულია
 დუკანის დიეტა და გემრიელი პროდუქტები, რომლებიც ამ დიეტის დროს დაშვებულია
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
მომწონთ თუ არა საიტის განახლებული დიზაინი
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31