„ანგელოზური“ დიეტა: როგორ დაიკლოთ 8 კგ ორ კვირაში
„ანგელოზური“ დიეტა: როგორ დაიკლოთ 8 კგ ორ კვირაში
ზაფხულის ოფიციალურად დადგომამდე ორი კვირა რჩება და თუ ზედმეტი კილოგრამების მოშორება ჯერ კიდევ ვერ მოასწარით, დიეტა, რომელსაც Victoria’s Secret -ის ანგელოზები ჩვენების წინ იცავენ, გახდომის პროცესს საგრძნობლად დააჩქარებს.

გულწრფელად რომ გითხრათ, მარტივი არ იქნება, მაგრამ გახდომა გარანტირებული გაქვთ - მუცელი გაქრება, დუნდულები კი აიწევა. ამასთან, შედეგის შენარჩუნებას დიდხანს შეძლებთ.

მაშ ასე, კვირის რაციონი:

დღე პირველი

საუზმე:
ფინჯანი შავი ყავა ან მწვანე ჩაი.
ხემსი: 1 ც ვაშლი (ან სხვა ნებისმიერი ხილი).
სადილი: 2 ც მოხარშული კვერცხი, მწვანე სალათა და 1 ც
პომიდორი, 2 ც კარტოფილი მუნდირში.
ვახშამი: ძროხის ხორცის დიდი სტეიკი გრილზე და მწვანე სალათა.

დღე მეორე

საუზმე:
ფინჯანი ყავა შაქრისა და რძის გარეშე ან ჩაი, მარცვლეულის ტოსტი.
ხემსი: 1 ც მწვანე ვაშლი.
სადილი: ძროხის ხორცის დიდი სტეიკი, მწვანე სალათა, 1 ც პომიდორი, ჭიქა მწვანე ჩაი.
ვახშამი: ბოსტნეულის წვნიანი ( 1 თეფში).


დღე მესამე

საუზმე:
ფინჯანი ყავა შაქრისა და რძის გარეშე ან ჩაი, მარცვლეულის ტოსტი.
ხემსი: ჭიქა ნატურალური, უცხიმო იოგურტი.
სადილი: დიდი სტეიკი, მწვანე სალათა, ჭიქა ნებისმიერი ახლად დაწურული წვენი.
ვახშამი: 2 ც მოხარშული კვერცხი და 2 მცირე ნაჭერი უცხიმო ლორი.

დღე მეოთხე

საუზმე:
ფინჯანი ყავა შაქრისა და რძის გარეშე ან ჩაი, მარცვლეულის ტოსტი.
ხემსი: მუჭა კაკალი.
სადილი: ხორცის დიდი სტეიკი გრილზე, მწვანე სალათა, ჭიქა მწვანე ჩაი.
ვახშამი: 2 ც მოხარშული კვერცხი და 2 მცირე ნაჭერი ლორი.


დღე მეხუთე

საუზმე:
1 ც უმი, გახეხილი სტაფილო ნახევარი ლიმონის წვენით.
ხემსი: 1 ც ბანანი.
სადილი: თევზი გრილზე, 1 ც მოზრდილი პომიდორი, ჭიქა შავი ყავა დანამატების გარეშე.
ვახშამი: ხორცის სტეიკი, მწვანე სალათა, ჭიქა ახლად დაწურული ხილის წვენი.

დღე მეექვსე

საუზმე:
ჭიქა ყავა შაქრისა და რძის გარეშე ან მწვანე ჩაი.
ხემსი: ჭიქა ნატურალური იოგურტი და 1 ც ბანანი.
სადილი: ქათმის ფილე, მწვანე სალათა, ჭიქა შავი ყავა დანამატების გარეშე.
ვახშამი: ხორცის სტეიკი და მწვანე სალათა.


დღე მეშვიდე

საუზმე:
ჭიქა ყავა შაქრისა და რძის გარეშე ან მწვანე ჩაი.
ხემსი: 1 ც ბანანი.
სადილი: ხორცის სტეიკი და მწვანე სალათა.
ვახშამი: მწვანე სალათა და რამდენიმე ნაჭერი მაგარი ყველი.

თუ დიეტას ზედმიწევნით დაიცავთ, შედეგი გაგაოცებთ: თითქმის 2 კვირაში 4-8 კგ-მდე კარგავთ. „ანგელოზურ“ დიეტას თავი ფრთხილად უნდა დაანებოთ, რათა ზედმეტი კილოგრამები არ დაბრუნდეს. რაციონში თანდათანობით შეიტანეთ ბოსტნეული, ხილი და ხორცი. და მთავარი: ყურადღება მიაქციეთ, რომ ნახშირწყლები და ცხიმები თქვენს რაციონში ცილებზე ნაკლებად მოხვდეს. მაშინ თქვენ შეძლებთ მთელი ზაფხული იდეალურ ფორმაში იყოთ.

ანა აგირბა

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
  8 იდეალური პროდუქტი, რომელიც ცილოვანი დიეტის დროს უნდა მიირთვათ
10:10 / 21-05-2018
პროტეინის დიეტა მუდამ მოდურია და გახდომის ყველაზე ეფექტიან საშუალებად ითვლება. ორგანიზმი აქტიურად კარგავს ცხიმს და ინარჩუნებს კუნთოვან მასას.
ჩავეტიოთ საცურაო კოსტიუმში. 14 ხრიკი, რომელიც ზღვის სეზონისთვის სწრაფად დაკლებაში დაგვეხმარება
10:26 / 19-05-2018
როგორ დავიკლოთ ზღვის სეზონისთვის? გთავაზობთ 14 ძალიან ეფექტურ მეთოდს, რომლებიც თქვენს რაციონს მეტად სასარგებლოს და ნაკლებად კალორიულს გახდის.
როგორ დავიკლოთ წონაში იაფად და ეფექტურად
11:14 / 18-05-2018
გაზაფხულზე დიეტაც ისეთი უნდა შევარჩიოთ, რომ ზედმეტ კილოგრამებსაც დავემშვიდობოთ და ჯანსაღადაც ვგრძნობდეთ თავს.
როგორ დაიკლო ნათია ბელთაძემ 25 კილოგრამი და რას გვირჩევს ის: „ეს არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ!“
10:27 / 16-05-2018
თუ წონაში დაკლებისთვის მოტივაციას გულმოდგინედ ეძებთ და ის არსად ჩანს, კარგად დაფიქრდით, სად ან რაში ეძებთ მას? ნათია ბელთაძემ აღმოაჩინა, რომ წლების განმავლობაში სტიმულს თავადვე ატარებდა, თუმცა ამას მხოლოდ ახლა მიხვდა და მცირე დროში 25 კილოგრამი დაიკლო.
ერთკვირიანი ცილოვანი დიეტა - დაიკელით წონაში სწრაფად, ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების გარეშე
13:33 / 15-05-2018
ზღვის სეზონი ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა, ფორმაში ჩადგეთ და ზედმეტი კილოგრამები მოიშოროთ.
6 სასმელი, რომელიც ყოველდღე უნდა სვათ, თუკი წონაში დაკლება გსურთ
12:58 / 09-05-2018
ზედმეტი წონისგან გათავისუფლება მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანის აკვიატებული იდეაა. დიეტოლოგები ამ თემასთან დაკავშირებით ყოველდღიურად უამრავ რჩევას გვაძლევენ.
დიეტა ფრანგულად - შეზღუდვების გარეშე
11:00 / 08-05-2018
ფრანგი ექიმის, დუკანის დიეტა ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მისი დახმარებით, ადვილადაა შესაძლებელი სასურველი ეფექტის მიღწევა და საკმაოდ რთულია დაკარგული კილოგრამების აღდგენა.
როგორი იყო ოდრი ჰეფბერნის კვების რაციონი
16:49 / 07-05-2018
ყველა დროის სილამაზის ეტალონად აღიარებული ოდრი ჰეფბერნი ყოველთვის განსაკუთრებული სტილით და არაჩვეულებრივი აღნაგობით გამოირჩეოდა.
რა უნდა მივირთვათ ღამით, რომ არ მოვიმატოთ წონაში
10:02 / 07-05-2018
ბევრი დიეტოლოგი გვირჩევს, ღამით ჭამაზე უარი არ ვთქვათ, თუმცა საღამოს საათებში, კერძოდ კი, ძილის წინ ყველაფრის მირთმევა მაინც არ არის რეკომენდებული.
როგორ დაიკლო "სულიკო დარდიანიძემ" 78 კილოგრამი?
10:58 / 04-05-2018
"ჩემი ცოლის დაქალების" პოპულარული გმირის, სულიკო დარდიანიძის როლის შემსრულებელი კახა გოგიძე დღეს არაჩვეულებრივ ფორმაშია და რთული დასაჯერებელია, რომ ერთ დროს 160 კილოგრამს იწონიდა...
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი