"ვერ მივხვდი, როდის დავიკელი 7 კილოგრამი" - მჭამელთა დიეტა, თან ჭამ, თან იკლებ
"ვერ მივხვდი, როდის დავიკელი 7 კილოგრამი" - მჭამელთა დიეტა, თან ჭამ, თან იკლებ
1 თვის წინ მინდოდა, სამყაროს ყველა სარკე დამელეწა და აღარასდროს დამენახა ჩემი ჩამოკიდებული ლოყები, რომლებიც მეტროს ესკალატორზე ერთმანეთს ტანგოს ეცეკვებოდნენ. დიეტის დაცვაზე არასდროს მიფიქრია, ან თუ მიფიქრია, ისიც კრუასანებით გამოტენილი პირით. ამით იმის თქმას ვცდილობ, რომ ჭამა ჩემი ცხოვრების მთავარი სიამოვნებაა, ჩემი ფენშუი, კარმა და ცხოვრების აზრი. ჰოდა, როგორ წარმოგიდგენიათ,
მე, ვინც ერთი საათი ჭამს, თავისი ბედნიერება ლოყების ხათრით დათმოს? არამც და არამც! მაგრამ ხანდახან მეც მახსენდება, რომ გოგო ვარ, რაც მაკიაჟის გაკეთებასა და წუწუნში გამოიხატება. ერთხელ ასეთ "გოგოურ" საღამოზე ჩემი წონის გლოვა არ მაცადეს და გაშპაკლულ სახეზე ცინცხალი დიეტა ამაწებეს. მითხრეს, თან ჭამე, თან დაიკელიო. ჩემი რა მიდიოდა, ჭამით ისედაც ვჭამდი და ბარემ თუ დავიკლებ, ხომ კაი-მეთქი, ვიფიქრე და დავიწყე. არ გატყუებთ, მართლა არ ვიცი, სად წავიდა ჩემი 7 კილოგრამი ან როდის წავიდა. მინდა გაგიზიაროთ და ჩემნაირებმა თვეში ერთხელ სცადოთ.

9-10 სთ-ზე 1 ჭიქა წყალგარეული მაწონი.
11-12 სთ-ზე 2 სოსისი ან 100 გრ ხაჭო.
1-2 სთ-ზე 1 ცალი ვაშლი ( სასურველი არაა ძალიან ტკბილი)
3-4 სთ-ზე 15 ცალი ქლიავის ჩირი.
5-6 სთ-ზე 1 ცალი ვაშლი ( შეგიძლიათ 25 გრ შავი შოკოლადიც)
7-8 სთ-ზე 1 ჭიქა წყალგარეული მაწონი.

ეს დიეტა გრძელდება 1 კვირა. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ გააგრძელოთ 2 კვირა. შემდეგ უნდა შეისვენოთ 1 თვით.

1 კვირაში დაიკლებთ 5-7 კგ-ს.


სარკეში სანახევროდ ვჩანდი, ამ დიეტამ საკუთარი თავი შემაყვარა

სარკეში სანახევროდ ვჩანდი, ამ დიეტამ საკუთარი თავი შემაყვარა
კომენტარები (3)
თინიკო
ეგ თუ ჭამაა დიეტა რაღაა
55 კგ
რატო გიკვირს დაკლება???? დიეტაზე ყოფილხარ დააა :)))))
lomi
ამას თუ ჭამა ჰქვია,ამიხსენით,რა არის შიმშილი?!

ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
„ჩემ მიერ შემუშავებული დიეტით 3 კვირაში 15 კილოგრამი დავიკელი“ - სამი შვილის დედა, რომლის ენთუზიაზმი გაგაოცებთ და რჩევები ძალიან დაგეხმარებათ
10:08 / 22-06-2018
„გიყვარდეთ საკუთარი სხეული და მუდმივად აკონტროლეთ ის“, - ეს სამი შვილის დედის, თეო კახიძის სიტყვებია, რომელმაც მიზნის მისაღწევად ბევრი იშრომა, საკუთარი დიეტა შეიმუშა, რომლის წყალობითაც 3 კვირაში 15 კილოგრამი დაიკლო.
შვედი დიეტოლოგის დიეტა "6 ფოთოლი"
12:01 / 20-06-2018
ეს გახლავთ შვედი დიეტოლოგის, ანა იუჰანსონის 6-დღიანი დიეტა, რომელიც ცნობილია სახელწოდებით "6 ფოთოლი" და რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელ მსოფლიოში თავისი ეფექტურობის წყალობით.
სასარგებლო და გემრიელი 7-დღიანი დიეტა ქათმის ხორცით - მოიშორეთ 5-6 კგ
14:49 / 19-06-2018
ზაფხულის სეზონის მოსვლასთან ერთად, ზედმეტი წონის პრობლემებიც იჩენს თავს და იზრდება სურვილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად მოვიშოროთ ისინი.
ჯეიმი ოლივერი: "მთელი დღე ბუზღუნებ და არაფრის გაკეთება არ გსურს? ე.ი. არასწორად იკვებები!"
11:43 / 19-06-2018
ჯეიმი ოლივერი მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მზარეულია.
მწვანე ყავა – საუკეთესო საშუალება წონის დასაკლებად. მითი თუ რეალობა?
11:32 / 19-06-2018
ბოლო დროს დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი გახდომის ახალ, უნიკალურ და მარტივ საშუალებაზე – მწვანე ყავაზე. მართლაც, ეს საკმაოდ საინტერესო და სპეციფიკური სასმელია, რომელსაც სხვადასხვა დადებითი თვისება აქვს. მათ შორის, რა თქმა უნდა, ყურადღებას იქცევს მისი უნიკალური ცხიმის წვის თვისება.
ცხიმის მწველი გემრიელი კოქტეილის რეცეპტი კივისგან (+ვიდეო)
14:49 / 18-06-2018
ეს სასწაულმოქმედი კოქტეილი ძალიან გემრიელია და ამასთან, ეფექტურად წვავს ცხიმებს.
ეფექტური დიეტა - "შეჭამე ნახევარი"
12:55 / 18-06-2018
დაიდე თეფზე საკვების ის რაოდენობა, რომელსაც ჩვეულებრივად ჭამ. ახლა გაყავი ის ზუსტად შუაზე და მიირთვი ნახევარი. თავიდან გაგიჭირდება, მაგრამ ცოტა ხანში ორგანიზმი მიეჩვევა კვების ახალ რეჟიმს, იგრძნობ სიმსუბუქეს და დაიწყებ წონაში კლებას.
რატომ არ სუქდებიან და არ ბერდებიან იაპონელი ქალები?
11:04 / 15-06-2018
"ბოლო 25 წელია, ვაკვირდები იაპონელ ქალებს და მიკვირს, რომ ისინი არც ბერდებიან და არც სუქდებიან. ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ, 86 წელია", - ნაომი მორიამა ამ ფენომენს წლები იკვლევდა. მას წიგნიც კი მიუძღვნა.
ალკანური დიეტა - ჰოლივუდის ახალი ჰიტი. მას მხოლოდ 1 წესი აქვს!
12:16 / 14-06-2018
ალკანური დიეტა მსოფლიო ვარსკვლავების ახალი ტრენდია. მისი მთავარი მიმდევრები გახლავთ ვიქტორია ბექჰემი, ჯენიფერ ენისტონი, გვინეტ პელტროუ და კირსტენ დანსტი.
თეძოების და ფეხების დასათეხელებელი 5 ყველაზე ეფექტური ვარჯიში გიფებით
11:45 / 14-06-2018
ქალების უმეტესობას წონის მატებასთან ერთად პრობლემად ექცევა ხოლმე თეძოები და ფეხები. ეს ვარჯიშები სწორედ მათთვის არის.მოიმარჯვეთ ჰანტელები, გამოყავით დღეში 30 წუთი - და ზაფხულამდე აუცილებლად გექნებათ სასურველი შედეგი!
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი