ეს სკამი გამიძლებს? ეს კაბა მომერგება? კიბეებზე ასვლას შევძლებ? - ეს ის კითხვებია, რომლებსაც საკუთარ თავს მაშინ ვუსვამდი, როცა ზოგიერთი ბრენდისთვის არც კი ვარსებობდი და როცა ჩემი წონის მიუხედავად, გარშემო ჩემს არსებობას ვერც კი გრძნობდნენ.
ჰო, მე 80 კილოგრამს ვიწონიდი და კიდევ უფრო მამძიმებდა ჩემი კომპლექსები. ბავშვობაში წონის მატებასთან ერთად მცირდებოდა ჩემი თვითშეფასებაც. 19 წლისას კი ამ უკანასკნელის განსაზღვრის უნარი საერთოდ აღარ მქონდა და ერთხელაც, როცა ყველა გამოცდა წარმატებით ჩავაბარე, მივხვდი, ვარსებობდი, თუმცა ცხოვრებისთვის რაღაც მაკლდა - ეს დანაკლისი ჩემი ჭარბი წონა იყო და მე ამის გამოსასწორებლად მუშაობა დავიწყე, თუმცა ყველასათვის ცნობილი იო-იოს ეფექტის მსხვერპლი გავხდი. მერე კი აღმოვაჩინე დიეტა, რომელმაც ჩემთვის დუკანის კულტი დაამსხვრია და ახლა ვიცი, რომ ვეღარასდროს ავიკრებ დაკლებულ -25 კილოგრამს. ამის გარანტიას ეს დიეტა მაძლევს:
ორშაბათი
საუზმე
• 1 ფორთოხალი
• 1 ნაჭერი შავი პური
სადილი
• 1 ფორთოხალი
• 1 კვერცხი
• 2 ნაჭერი შავი პური
• 2 საშუალო ჭიქა მაწონი
ვახშამი
• 2 პომიდორი
• 2 კვერცხი
• 1 საშუალო ჭიქა მაწონი
• 2 ნაჭერი შავი პური
სამშაბათი
საუზმე
• 1 ფორთოხალი
• 1 ნაჭერი შავი პური
სადილი
• 1 ფორთოხალი
• 1 კვერცხი
• 2 ნაჭერი შავი პური
• 2 საშუალო ჭიქა მაწონი
ვახშამი
• 1 ნაჭერი კატლეტი, უცხიმო, გრილზე შემწვარი (150 გრამი, ყველაფრის გარეშე), ან 200 გრამი ფილე, ან 125 გრამი უცხიმო ლორი.
• პომიდორი
• 1 ფორთოხალი
• 1 ნაჭერი შავი პური
• 1 საშუალო ჭიქა მაწონი
ოთხშაბათი
საუზმე
• 1 ფორთოხალი
• 1 ნაჭერი შავი პური
სადილი
• 1 ფორთოხალი
• 1 კვერცხი
• 2 ნაჭერი შავი პური
• 2 საშუალო ჭიქა მაწონი
ვახშამი
• 1 ნაჭერი კატლეტი, უცხიმო, გრილზე შემწვარი (150 გრამი, ყველაფრის გარეშე), ან 200 გრამი ფილე, ან 125 გრამი უცხიმო ლორი
• 1 პომიდორი
• 1 ნაჭერი შავი პური
• 1 საშუალო ჭიქა მაწონი
ხუთშაბათი
საუზმე
• 1 ფორთოხალი
• 1 ნაჭერი შავი პური
სადილი
• 125 გრამი ხაჭო
• 1 პომიდორი
• 1 ცალი მჟავე კიტრი
• 1 ნაჭერი შავი პური
ვახშამი
• 1 ნაჭერი კატლეტი, უცხიმო, გრილზე შემწვარი (150 გრამი, ყველაფრის გარეშე), ან 200 გრამი ფილე, ან 125 გრამი უცხიმო ლორი
• 2 პომიდორი
• 1 ვაშლი
• 1 ნაჭერი შავი პური
პარასკევი
საუზმე
• 1 ფორთოხალი
• 1 ნაჭერი შავი პური
სადილი
• 200 გრამი თევზი
• 1 პომიდორი
• 1 ნაჭერი შავი პური
ვახშამი
• სალათის ფურცელი ან ნახევარი კომბოსტო
• 1 კვერცხი
• 1 პომიდორი
შაბათი დღე განტვირთვას დაუთმეთ, თუმცა მე მაინც დიეტურ კერძებს მივირთმევდი. ახალი კვირა კი ახალი შემართებით დაიწყეთ და ერთ თვეში სასურველ შედეგს მიიღებთ.
სარკეში სანახევროდ ვჩანდი, ამ დიეტამ საკუთარი თავი შემაყვარა