სარკეში ჩემი მხოლოდ ნაწილი ჩანდა. ჰო, აი ასე, სარკეში, რომელშიც ნორმალური ადამიანების მთლიანი სილუეტი ჩანს, მე ნაწილობრივ ვჩანდი.
მაშინ გავაცნობიერე, რომ ბავშვი აღარ ვიყავი და პუტკუნობა სისაყვარლეს აღარ მმატებდა. ახლა ქალი ვარ, ქალური ფორმების გარეშე. დეპრესია დამეწყო. არ ვიცოდი, როგორ დავხმარებოდი საკუთარ თავს. აღარც მეგობრები მინდოდა და აღარც ოჯახი, ყველას გავურბოდი, თუმცა მალევე მივხვდი, რომ მე სწორედ მათი დახმარება მჭირდებოდა.
ერთხელ მეზობელ დიეტოლოგს ვესტუმრე, რომელმაც რამდენიმე დიეტა მირჩია. მე რუდუნებით ვიცავდი ყველა მითითებას და შედეგმაც არ დააყოვნა. ნელ-ნელა სარკემაც ჩემი მთლიანობაში დანახვა ისწავლა, მე კი - თვითრწმენა. დიეტებმა საკუთარი თავი შემაყვარა. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილებიდან რამდენიმე რჩევა გამეზიარებინა მკითხველისთვის.
მიირთვით ბოჭკოვანი საკვები. ცხიმი გახლავთ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მუცელი იბერება. ქალების დაახლოებით 80%-ს აწუხებს საჭმლის მომნელებელი სისტემების დარღვევა.
მიირთვით მეტი ციტრუსი, ვაშლი და პარკოსანი.
ნუ დაივიწყებთ С ვიტამინს. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ С ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში ფიტნესით დაკავების დროს ცხიმის წვის პროცესს ანელებს.
მიირთვით მარწყვი, წითელი ბულგარული წიწაკა ან ფორთოხალი.
მოიხმარეთ სასარგებლო ბაქტერიები. პრობიოტიკებს, რომელსაც იოგურტები და კეფირი შეიცავს, ბაქტერიების ბალანსი მწყობრში მოჰყავს და ეხმარება ორგანიზმს ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებაში.
დაივიწყეთ ალკოჰოლი. რაც უფრო მეტს სვამთ, მით უფრო გშივდებათ.
მიირთვით ისპანახი. ის დაბალკალორიულია და დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომელიც შესანიშნავია სტრესთან გასამკლავებლად.
დალიეთ ნატურალური ყავა. კოფეინი დაგეხმარებათ ვარჯიშის დროს კალორიების აქტიურად დაწვაში.
სწრაფად გახდომის საწინდარი: გამოითვალეთ საჭირო კალორიების რაოდენობა და შეამცირეთ მიღებული რიცხვი 200-300 კალორიით.
მარიამ ელიაშვილი