ბავშვობიდან მსუქანი ვიყავი. ძალიან, ძალიან მსუქანი, მაგრამ საჭმელზე უარის თქმა არ შემეძლო.
ირგვლივ ყველას დაცინვის ობიექტი ვხდებოდი. განსაკუთრებით ცუდად ჩემი უმცროსი ძმის სიტყვები მახსოვს, დიდ ღორს მეძახდა. აცრემლებული მივვარდებოდი ხოლმე და ცემას ვუწყებდი. მერე ოთახში ჩავიკეტებოდი, მთელი დღე არ ვჭამდი, თუმცა ეს დროებითი იყო. ღამე გამოვიდოდი და ოჯახთან ერთად მადიანად შევექცეოდი საჭმელს. ასე გრძელდებოდა წლები. 15 წლიდან დიეტების მთელი დასტა მქონდა, რომლებიც უნდა დამეცვა, თუმცა ზოგს ვერ ვახერხებდი, ზოგიც კი, უბრალოდ, უშედეგო იყო. ამ დიეტამ, რომელსაც ახლა თქვენც გაგიზიარებთ, ახალი ცხოვრება მაჩუქა. ახლა 26 წლის ვარ და ვფიქრობ ხოლმე, ნეტა ასეთ ფორმაში 15-16 წლის ასაკში ვყოფილიყავი, ამ ასაკში ხომ ერთი დეპრესიული "მსუქანი ღორი" ვიყავი:
ამ ერთკვირიან დიეტას ნამდვილად აქვს შედეგი.
ორშაბათი
საუზმე: "ვინეგრეტი" - 150 გრ, კარაქი - 10 გრ, პური - 30 გრ.
მეორე საუზმე: უცხიმო ხაჭო, შავი პური - 30 გრ.
სადილი: უხორცო ბორშჩი - 250 გრ, კომბოსტოს სალათა - 150 გრ, პური - 30 გრ.
სამხარი: მოხარშული თევზი - 150 გრ, შავი პური - 20 გრ.
ვახშამი: წიწიბურას ფაფა - 100 გრ, რძე - 100 გრ, შავი პური - 20 გრ.
სამშაბათი
საუზმე: მოხარშული კვერცხი - 1 ცალი, კიტრისა და პომიდვრის სალათა - 130 გრ, კარაქი - 10 გრ, პური - 20 გრ.
მეორე საუზმე: უცხიმო რძე - 100 გრ, შავი პური - 30 გრ.
სადილი: უხორცო სუპი - 200 გრ, მოხარშული ძროხის ხორცი - 100 გრ, "ვინეგრეტი" - 150 გრ, შავი პური - 30 გრ.
სამხარი: უცხიმო ხაჭო - 100 გრ.
ვახშამი: კომბოსტოს უზეთო სალათა - 140 გრ, კეფირი - 200 გრ, პური - 30 გრ.
ოთხშაბათი
საუზმე: მაგარი ყველი - 15 გრ, კიტრისა და პომიდვრის სალათა - 150 გრ, შავი პური - 30 გრ, კარაქი - 10 გრ.
მეორე საუზმე: შავი პური - 30 გრ, რძე - 150 გრ.
სადილი: უხორცო ბორშჩი - 200 გრ, მოხარშული ქათამი - 150 გრ, პური - 30 გრ, კომბოსტოს უზეთო სალათა - 200 გრ.
ვახშამი: "ვინეგრეტი" - 150 გრ, უშაქრო ჩაი - 200 გრ, კარაქი - 10 გრ, შავი პური - 30 გრ.
ხუთშაბათი
საუზმე: "ვინეგრეტი" - 150 გრ, რძე - 100 გრ, კარაქი - 10 გრ, პური - 30 გრ.
მეორე საუზმე: უცხიმო ხაჭო - 100 გრ, შავი პური - 30 გრ.
სადილი: უხორცო ბორშჩი - 250 გრ, კომბოსტოს სალათა - 150 გრ, პური - 30 გრ.
სამხარი: უცხიმო მოხარშული თევზი - 100 გრ, რძე 100 გრ, შავი პური - 20 გრ.
ვახშამი: წიწიბურას ფაფა - 100 გრ, რძე - 100 გრ, შავი პური - 20 გრ.
პარასკევი
საუზმე: მოხარშული კვერცხი - 1 ცალი, კიტრისა და პომიდვრის სალათა - 130 გრ, კარაქი - 10 გრ, პური - 20 გრ.
მეორე საუზმე: რძე - 100 გრ, შავი პური - 30 გრ.
სადილი: უხორცო სუპი - 200 გრ, მოხარშული ძროხის ხორცი - 100 გრ, "ვინეგრეტი" - 150 გრ, შავი პური - 30 გრ.
სამხარი: უცხიმო ხაჭო - 100 გრ.
ვახშამი: უზეთო კომბოსტოს სალათა - 140 გრ, კეფირი - 200 გრ, პური - 30 გრ.
შაბათი
საუზმე: მაგარი ყველი - 15 გრ, კიტრისა და პომიდვრის სალათა - 150 გრ, შავი პური - 20 გრ, კარაქი - 10 გრ.
მეორე საუზმე: შავი პური - 30 გრ, რძე - 150 გრ.
სადილი: უხორცო ბორშჩი - 200 გრ, მოხარშული ქათმის ხორცი - 150 გრ, პური - 30 გრ, უზეთო კომბოსტოს სალათა - 200 გრ.
სამხარი: უცხიმო ხაჭო - 100 გრ.
ვახშამი: "ვინეგრეტი" - 150 გრ, უშაქრო ჩაი - 200 გრ, კარაქი - 10 გრ, შავი პური - 30 გრ.
კვირა
განტვირთვის დღე, საკვების კალორიულობა არ უნდა აღემატებოდეს 600 კალორიას.