საღამოს 6 სთ-ის შემდეგ შიმშილით წონაში ვერ დაიკლებთ! რისი ჭამა შეიძლება? ქალთა ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები
საღამოს 6 სთ-ის შემდეგ შიმშილით წონაში ვერ დაიკლებთ! რისი ჭამა შეიძლება? ქალთა ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები
ალბათ, ერთხელ მაინც მოგისმენიათ ან გითქვამთ ფრაზა: „საღამოს ექვსი საათის შემდეგ არაფერს შევჭამ!“ სამწუხაროდ, მოსაზრება იმაზე, რომ საღამოს 6-ის მერე თუ ივახშმებთ, წონაში მოიმატებთ, არასწორადაა დამკვიდრებული საზოგადოებაში.
ეს შეხედულება მცდარია!

ვახშამი ისევე აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, როგორც საუზმე. უბრალოდ, უნდა იცოდეთ, რისი მირთმევა შეიძლება და რისი - არა.

ამ თემაზე ქალთა ფიტნეს-ინსტრუქტორი ანტონ ლაშქარაშვილი გვესაუბრება:

- შიმშილის შეგრძნება ზუსტად საღამოს საათებში გვიჩნდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 18:00 სთ-დან საერთოდ არ მიირთმევთ საკვებს, ორგანიზმი მინიმუმ 15 სთ მშიერი იქნება და სტრესს განიცდის.
ასე რომ, საღამოს 6 საათის შემდეგ შიმშილობა არ არის გამოსავალი. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რისი მირთმევა შეგვიძლია.
ზრდის (სომატოტროპული) ჰორმონი უზრუნველყოფს ადამიანის ზრდას და მეტაბოლიზმის პროცესს ღამის განმავლობაში. სომატოტროპული ჰორმონი უმთავრეს როლს თამაშობს კუნთოვანი სისტემის აღდგენის პროცესზე, უზრუნველყოფს მთლიანი ორგანიზმის განახლებასა და გაახალგაზრდავებას. ძილის პერიოდშიც კი ნებისმიერი ორგანოს ფუნქციონირებისთვის საჭიროა ენერგია, რომელსაც ორგანიზმი ღებულობს ცხიმოვანი მასის წვის ხარჯზე.

დილით შიმშილის გრძნობა არ გვაწუხებს, იმიტომ, რომ ზრდის ჰორმონი არ წყვეტს ფუნქციონირებას, ხოლო საღამოს შიმშილის შეგრძნება მატულობს, იქიდან გამომდინარე, რომ ზრდის ჰორმონი წყვეტს მუშაობას. ნებისმიერი მოქმედება, რაც უკავშირდება ადამიანის ორგანიზმს, კვებას, სითხის მიღებას და სხვა სახის ქმედებებს, უნდა მოხდეს აუჩქარებლად და ორგანიზმის და ტვინის მოთხოვნებზე დაყრდნობით. მიენდეთ იმას, რასაც გკარნახობთ ტვინი:


მოგშივდა? - უნდა ჭამო!

მოგწყურდა? - უნდა დალიო!

გეძინება? - უნდა დაიძინო!

ვერ ისვენებ? - უბრალოდ გაისეირნე, იმოძრავე!


- რისი ჭამა შეიძლება საღამოს 6 სთ-ის შემდეგ?

- საღამოს საათებში მიირთვით ცილებით მდიდარი პროდუქტები: ქათმის ფილე, ქათმის მსუბუქი ძეხვი, ხბოს ხორცი, ზღვის პროდუქტები, რძის ნაწარმი (ხაჭო, მაწონი, კეფირი) სასურველია უცხიმო, ან ცხიმის დაბალი შემცველობით. ცილებით მდიდარ პროდუქტებს შეგიძლიათ დაურთოთ ნებისმიერი სახის ბოსტნეული, ნებისმიერი რაოდენობით.

ეცადეთ, კატეგორიულად აკრძალოთ საღამოს საათებში ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტების მიღება, ვინაიდან და რადგანაც, ნახშირწყლების მიღება საღამოს პერიოდში უზრუნველყოფს მკვეთრად ინსულინის ჰორმონების გამოყოფას, რაც ახდენს სისხლში არსებული შაქრის ნეიტრალიზაციას და ხელს უშლის ზრდის ჰორმონის წარმოქმნას, რაც ჭარბწონიანობასთან ბრძოლის დროს დიდ ბარიერს ქმნის.


აი, რა შეგიძლიათ მიირთვათ საღამოს 6 სთ-ის შემდეგ:

გემრიელი დიეტური პროდუქტი:

ბოსტნეულის ხიზილალა (ბადრიჯნის, ყაბაყის);
გოგრა, კომბოსტო, ჭარხალი,
თევზი (ქაშაყის ფილე) ან უცხიმო ორაგული. მთავარი შემცველი გახლავთ D ვიტამინი, ომეგა-3 და იოდი.



მსხალი, ვაშლი, კივი, გრეიპფრუტი. შეიცავს ნაკლებ შაქარს, მაგრამ დიდი რაოდენობით სასარგებლო კომპონენტს. შეიძლება ითქვას, ეს ყველაზე სასარგებლო და ერთადერთი ხილია, რომელიც გახდომაში რელურად გეხმარებათ.


მაწონი, უცხიმო ხაჭო;



ცილოვანი დიეტისას ხშირად მიირთმევენ სოსისს, რადგან ეს პროდუქტი ხორცისგანაა დამზადებული და მოგეხსენებათ, ხორცში მრავლადაა ცილა. თუკი სასურველ ფორმაში ყოფნა გსურთ, ამ შემთხვევაში უმჯობესია, სოსისი "რძიანი" მიირთვათ. ასევე, ქათმის ძეხვი.

„აქტიური ცხოვრება, ბალანსირებული მოწესრიგებული კვება და ძილი“ - სწორედ ეს 3 პირობა უნდა დავიცვათ იმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და მივაღწიოთ სასურველ შედეგს. კიდევ ერთი, დაძინებამდე 2-3 სთ-ით ადრე აღარაფერი ჭამოთ!

კომენტარები (3)
გია
ცოტა ჭამეთ ნუღ ღორობთ დაპრობლემაც არ გექნებათ
ბექა
და ვისაც დარღვეული აქ ჭამის რეჟიმი და სულ შია? თავს ძალას თუ არ დაატანებს რომ შეუძლია სულ ჭამოს? იმათმაც ჭამონ როცა მოუნდებათ? :)
თინა
კუჭმა არ იცის დრო, დილაა თუ საღამო, როცა მოგშივებათ მიირთვით, ოღონდ ცოტ-ცოტა
მსგავსი სიახლეები
10:41 / 16-04-2018
ბავშვობაში სულ ვიჯექი ან ვიწექი, საწოლიდან სკამზე და სკამიდან საწოლზე გადავდიოდი. არ იფიქროთ, ვაბუქებდე. წლები გავიდა, გავიზარდე. ვიყავი მრგვალი და ტლანქი.
14:18 / 06-04-2018
ცხოვრება ყოველდღიურად ახალ ამოცანებს გვიყენებს. გთავაზობთ 10 ახალ ხერხს ცხოვრების გასაადვილებლად: ნუ დატოვებთ უყურადღებოდ, ისინი აუცილებლად გამოგადგებათ!
10:42 / 04-04-2018
მოგითხრობთ ქმედებებსა და ჩვევებზე, რომლებსაც უნდა დაემშვიდობოთ 50 წლის შემდეგ.
13:01 / 02-04-2018
კომბოსტოს წვნიანი - ეს დიეტა 1950-იანი წლიდან იღებს სათავეს. თავიდანვე დიდ მოწონებას იმსახურებდა და დიასახლისების გულიც ადვილად მოიგო.
10:21 / 02-04-2018
ეს ის ასაკია, როცა თან გსურთ, ელეგანტურად გამოიყურებოდეთ და თან - მოდურადაც. თუმცა, ახალგაზრდულობა რომ შეინარჩუნოთ, არც ეს იქნება ცუდი.
13:07 / 31-03-2018
როგორ შეიძლება პატარა ქილამ ან ანალიზისთვის განკუთვნილმა კონტეინერმა გადაგარჩინოთ?

10:57 / 27-03-2018
ყველა ქვეყანაშია დამახასიათებელი თვისებები და რიტუალები. მაგალითად, ჰოლანდიაში პატარაობიდანვე სწავლობენ ველოსიპედის მართვას, ისრაელში ზღვის მარილის აბაზანას იღებენ... ჩვენ ყველაზე გავრცელებული და სასარგებლო რჩევები შეგირჩიეთ.
10:27 / 26-03-2018
ნათია ბალანჩივაძე მათ შორისაა, ვინც ერთ-ერთი გახმაურებული დიეტით 7 თვეში თითქმის 40 კილოგრამი დაიკლო და დიეტას კვლავ აგრძელებს.
13:33 / 22-03-2018
ვჭამდი ნახევარი საათი და სხვათა შორის, არც ისე ნელა. ამაზე ყველა მეხუმრებოდა. მეც ვითომ არ მწყინდა, მაგრამ ერთხელაც მივხვდი, რომ დაგროვილი ხუმრობები დიდ ბოღმაში გადამეზარდა და ჩემს ზედმეტ 15 კილოგრამთან ერთად კიდევ უფრო მამძიმებდა.
11:36 / 22-03-2018
ზედმეტი კილოგრამები - ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც მათი მოშორება არ უნდა! მთავარი კი მოტივაციაა.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
მადის დასაკარგი ჩაი – 7 თვეში 15 კილოგრამი
13:18 / 19-04-2018
ამ ჩაის მეშვეობით ნელ-ნელა, თუმცა წონის დაბრუნების გარეშე იკლებთ წონაში, თანაც ისე, რომ არ ზღუდავთ რაციონს.
დიეტოლოგებმა გაამხილეს, თუ რამდენი ჭიქა ყავა უნდა დალიოთ დღეში - გასახდომად
12:27 / 19-04-2018
მიეჩვიეთ დღის ყავის დალევით დაწყებას? დიეტოლოგებს თქვენთვის კარგი ამბავი აქვთ.
"მეუბნებოდნენ, რომ ჩემი მშობლებიც მსუქნები იყვნენ და არაფერი მეშველებოდა, თუმცა..." - დიეტა, რომელმაც გენეტიკა დაამარცხა
10:41 / 16-04-2018
ბავშვობაში სულ ვიჯექი ან ვიწექი, საწოლიდან სკამზე და სკამიდან საწოლზე გადავდიოდი. არ იფიქროთ, ვაბუქებდე. წლები გავიდა, გავიზარდე. ვიყავი მრგვალი და ტლანქი.
რითი უნდა წაიხემსოთ, თუ დიეტაზე ხართ?
14:22 / 05-04-2018
თუ წონის დაკლებას აპირებთ, კი არ უნდა იშიმშილოთ, არამედ დღეში 5-6-ჯერ, ყოველ 3-4 საათში ერთხელ უნდა ჭამოთ. წახემსების რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ:
5 პოპულარული დიეტა, რომლებმაც დროს გაუძლო
13:01 / 02-04-2018
კომბოსტოს წვნიანი - ეს დიეტა 1950-იანი წლიდან იღებს სათავეს. თავიდანვე დიდ მოწონებას იმსახურებდა და დიასახლისების გულიც ადვილად მოიგო.
არა ვარჯიშს და დიეტას! - 5 უჩვეულო მეთოდი, რომელიც წონის დაკლებაში დამეხმარა
13:10 / 28-03-2018
ვიღაცამ თქვა, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო და დანარჩენებმაც დაუჯერეს. სილამაზეს ზოგი მსხვერპლად თავის გემოვნებას და მადას სწირავს, შიმშილით იკლავს თავს და დიეტას ეძახის, მეორე ნაწილი კი ოფლად იღვრება, ვარჯიშობს, დარბის და მსხლის ფორმაში გადაცმულ საკუთარ კილოგრამებს ასე ებრძვის.
რჩევები ქართველი ქალბატონისგან, რომელმაც 38 კილოგრამი დაიკლო
10:27 / 26-03-2018
ნათია ბალანჩივაძე მათ შორისაა, ვინც ერთ-ერთი გახმაურებული დიეტით 7 თვეში თითქმის 40 კილოგრამი დაიკლო და დიეტას კვლავ აგრძელებს.
"ამ დიეტამ 15 კგ-თან ერთად ჭამის მადაც გამიქრო" - დიეტა დიეტოლოგის რჩევით
13:33 / 22-03-2018
ვჭამდი ნახევარი საათი და სხვათა შორის, არც ისე ნელა. ამაზე ყველა მეხუმრებოდა. მეც ვითომ არ მწყინდა, მაგრამ ერთხელაც მივხვდი, რომ დაგროვილი ხუმრობები დიდ ბოღმაში გადამეზარდა და ჩემს ზედმეტ 15 კილოგრამთან ერთად კიდევ უფრო მამძიმებდა.
ახალი საშუალება, რომელიც იდეალური წონის მიღებაში დაგეხმარება
11:36 / 22-03-2018
ზედმეტი კილოგრამები - ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც მათი მოშორება არ უნდა! მთავარი კი მოტივაციაა.
ნანუკა ჟორჟოლიანის 10 ოქროს რჩევა წონაში დასაკლებად
12:57 / 21-03-2018
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო დროს საგრძნობლად გახდა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი